|
2016-03-07 17:24:04, 400 ნახვა
პოლიტიკა
გადაბაძე: გაჩეჩილაძე შენობაში ვერ ავა, რადგან მან თქვა, რომ ძალადობას არ აპირებს
ლევან გაჩეჩილაძე შენობაში ვერ ავა, რადგან მან თქვა, რომ ძალადობას არ აპირებს, - ამის შესახებ „მაესტროს“ უკვე ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ბაია გადაბაძემ ახალ დირექტორთან, ლევან გაჩეჩილაძესთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც გადაბაძემ აღნიშნა, შეხევდრაზე გაჩეჩილაძემ ტელევიზიისთვის ალტერნატიული შენობის შერჩევისთვის გონივრული ვადა მოითხოვა. „ვისაც უნდა ლევანთან შეხვედრა შეუძლია ჩამოვიდეს და შეხვდეს. კონკრეტული სახელები და გვარები არ ვიცი. არ ვიცი ლევანი რას სთავაზობს მათ ესეც უცნობია. ლევანი ვერ ავა ზემოთ შენობაში, რადგან მან თქვა, რომ არ აპირებს ძალადობას და სწორია ეს მისი მხრიდან. ძალადობა იქნება, თუ შემოვა ძალით. მან მოითხოვა გონივრული ვადა, რომ სხვა ალტერნატიული ფართით უზურნველყოს ტელევიზია. ეთერის უწყვეტობა იქნება უზრუნველყოფილი. ის არ აპირებს არანაირი მონაწილეობის მიღებას საეთერო ბადესთან დაკავშირებით“, - განაცხადა ბაია გადაბაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე ერთ-ერთი ყველაზე მასიური იერიში მიიტანა
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)