|
2025-02-04 16:07:43, 443 ნახვა
სამართალი
მზია ამაღლობელი თავს სუსტად გრძნობს და გადაადგილება უჭირს – ადვოკატი
ადვოკატმა ჯუბა ქათამაძემ დღეს ციხეში მზია ამაღლობელი მოინახულა. მისი თქმით, ამაღლობელი თავს სუსტად გრძნობს და სიარული უჭირს. "შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბოლო ნახვის შემდეგ მისი მდგომარეობა განსაკუთრებულად არ შეცვლილა. თავს ისევ სუსტად გრძნობს და გადაადგილება უჭირს. შიმშილობის 24-ე დღეა და აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, გარკვეული პრობლემები არის, თუმცა, ჯანმრთელობის რაიმე განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი პრობლემა ისეთი არაფერი აქვს". - ამბობს ქათამაძე. ჯუბა ქათამაძის თქმით, სახალხო დამცველს მიმართეს, რომ სპეციალური სამედიცინო ჯგუფი შეიქმნას, რომელიც მზია ამაღლობელის ჯანმრთელობას დეტალურად გამოიკვლევს. "ჩვენი მხრიდან სახალხო დამცველისთვის მიწოდებულია ინფორმაცია, რომ შეიქმნას სპეციალური სამედიცინო ჯგუფი, რომელიც ყველა იმ სახის სამედიცინო კვლევას ჩაატარებს, რაც ქალბატონ მზიას სჭირდება, არა მარტო ამ შიმშილობიდან გამომდინარე, არამედ იქიდან გამომდინარეც, რომ მას გარკვეული დაავადებები აქვს, რაც დაკავებამდეც აწუხებდა". ამბობს ამაღლობელის ადვოკატი. 24-ე დღეა, ნეტგაზეთისა და ბათუმელების დამფუძნებელი, ჟურნალისტი მზია ამაღლობელი ციხეში შიმშილობს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)