|
2025-02-03 13:54:29, 448 ნახვა
საზოგადოება
გედევან კუპრავა - 4 ადამიანი მირტყამდა სახეში, ყველა ნიღბიანი იყო
საპროტესტო აქციაზე დაკავებული მოქალაქე, გედევან კუპრავა ტვ პირველთან სატელოფონო საუბარში ყვება, თუ როგორ გაუსწორდა დაკავებისას და იზოლატორში გადაყვანის პროცესში მას ივანიშვილის პოლიციის თანამშრომლები ფიზიკურად. კუპრავას თქმით, დაკავების მომენტში მას 4 ადამიანი სახეში ურტყამდა, ხოლო განყოფილებაში გადაყვანის შემდეგ, მას თავბრუსხვევა და გულისრევის შეგრძნება გაუჩნდა. "დაჭერის მომენტში მირტყეს, მერე ცოტა მიმათრევდნენ, მერე აშკარად სხვა ხელებში გადავედი და ოთხნი იყვნენ ორის მაგივრად, ისინი სახეში მუშტებს მირტყამდნენ - მოწოდებაც არ იყო, უბრალოდ გაგინებენ და გირტყამენ. ყველა ნიჭბიანი იყო, ვერანაირი ნიშანი ვერ ვანხე, რითიც შეიძლება ვინმე ამომეცნო - ჩემი მხრიდან არ ყოფილა არანაირი გინება, ან რამე, ერთადერთი იყო, რომ ჩემს გვერდით ქალი გადათელეს და ვთხოვდი, რომ ცოტა ფრთხილად ყოფილიყვნენ, რადგან გოგოები და ქალები იყვნენ, ეს იყო მაპროვოცირებელი ჩემი დაკავების. თავიდან წამიყვანეს განყოფილებაში, ვარკეთილში - დამეწყო თავბრუსხვევები და გულისრევის შეგრძნებები, რაზედაც იეჭვეს, რომ ტვინის შერყევა ხომ არ მქონდა და გადამიყვანეს კლინიკაში, სადაც ექიმებმა გადაწყვიტეს, რომ უნდა დავეტოვებინე". - თქვა კუპრავამ ტვ პირველთან საუბარში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)