|
2025-02-01 11:24:29, 566 ნახვა
სამართალი
მკვლელობა ლილოს დასახლებაში - ახალი დეტალები
4 შვილის მამა, რომელიც ავეჯის ბიზნესს ფლობდა, მანქანაში გვიან ღამით, რამდენიმე გასროლით ჩაცხრილეს. ადგილობრივები ყვებიან, რომ არაერთი გასროლის ხმა გაიგეს, რის შემდეგაც თავდამსხმელი ადგილიდან გაუჩინარდა. დაჭრილი მამაკაცი საკუთარი თავის გადარჩენას ცდილობდა და დასუფთავების მანქანას შეეჯახა. თვითმხილველების თქმით, ავტომობილს, რომლიდანაც ცეცხლი გახსნეს, სანომრე ნიშნები ჰქონდა მოხსნილი, რაც ეჭვებს იწვევს, რომ მკვლელობა წინასწარ დაგეგმილი იყო. ცნობილია, რომ მოკლულსა და თავდამსხმელს შორის დაპირისპირებას აქამდეც ჰქონდა ადგილი. „40-წლამდე კაცია. ნომრებიც მოხსნილი ჰქონდა. აქაური არ არის. მანქანაც არ მეცნობა“, - ამბობს ადგილობრივი. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მთელი ღამის განმავლობაში საგამოძიებო მოქმედებები აწარმოეს, სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერები ამოიღეს, და ეძებენ შეიარაღებულ მამაკაცს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)