|
2016-03-07 13:52:59, 376 ნახვა
პოლიტიკა
C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში 20 ათასი ადამიანია ჩაერთვება
ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩართულ უკვე ყოფილ და მომავალ პაციენტებს შეხვდა. მინისტრმა იმ სიახლეებლზეც გააკეთა აქცენტი, რაც პროგრამის ფარგლებში განხორციელდა. "ეს პროექტი შარშან დაიწყო და პროექტში 5 ათასი ყველაზე მძიმე პაციენტის მკურნალობა მოიაზრებოდა. ამ პროგრამაში ამჯამად 7 ათასზე მეტი პაციენტია ჩართული, ხოლო შემდგომ წელიწადში 20 ათას პაციენტს მოიცავს", - განაცხადა სერგეენკომ. როგორც სერგეენკომ აღნიშნა, პროგრამის მეორე ეტაპი ავტომატურად დაიწყო და იმდენ ხანს გასტანს, რამდენიც ბოლო პაციენტის განკურნებას დასჭირდება. მისივე თქმით, წინა წელთან შედარებით ორი მნიშვნელოვანი განსხვავება გამოიკვეთა. "პირველი ეს არის ახალი, მძლავრი პრეპარატი "ჰარვონი", რომელსაც უფრო ნაკლები გვერდითი მოვლენები აქვს. მეორე სიახლე იქნება ახალი მომსახურების ცენტრი, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს, რომ ერთი და იგივე დროის მონაკვეთში მკურნალობის პროცესში ბევრად მეტი პაციენტი ჩაერთოს", - განაცხადა დავით სერგეენკომ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე ერთ-ერთი ყველაზე მასიური იერიში მიიტანა
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)