|
2025-01-31 14:07:02, 562 ნახვა
პოლიტიკა
ხალხის ძალა - უცხოური მთავრობების წარმომადგენლები საქართველოსგან ითხოვდნენ რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩართვას
პოლიტიკური გაერთიანება „ხალხის ძალა“ აცხადებს, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, უცხოური მთავრობების წარმომადგენლები საქართველოსგან ითხოვდნენ რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩართვას. მათივე ინფორმაციით, უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნებმა საქართველოს მოხალისეების გაგზავნა, ეკონომიკურ სანქციებში ჩართვა და იარაღის მიწოდებაც კი მოსთხოვეს. „რადგან ჩვენ რუსეთთან შეიარაღებული კონფლიქტი არაერთხელ გვქონია, ბოლოს – 2008 წელს, ჩვენი ტერიტორიების ნაწილი ოკუპირებულია და საქმე გვაქვს ბირთვულ სახელმწიფოსთან, ჩვენ ამ მოთხოვნებზე უარი ვთქვით. საქართველო არც ევროკავშირის წევრია და არც NATO-სი, ამიტომ ომში მონაწილეობა ქვეყანას სერიოზულ ზიანს მიაყენებდა. სწორედ ამიტომ, ჩვენზე ზეწოლა განხორციელდა“, – აცხადებენ პარტიაში. „ხალხის ძალის“ წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ ამ ზეწოლის ერთ-ერთი მთავარი გამოვლინება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის საკითხი იყო. მათი თქმით, საქართველოს სამივე კანდიდატი ქვეყნიდან (უკრაინა, მოლდოვა, საქართველო) კანდიდატის სტატუსისთვის აუცილებელი მოთხოვნები ყველაზე მეტად ჰქონდა შესრულებული, თუმცა სტატუსი პირველი ჯერზე ვერ მიიღო. „ამ მოვლენების შემდეგ, ჩვენ დავაფუძნეთ „ხალხის ძალა“. ჩვენი მიზანი იყო მოსახლეობის ინფორმირება იმ ზეწოლის შესახებ, რომელიც ქვეყანაზე ხორციელდებოდა. მაშინაც იმართებოდა საპროტესტო აქციები მთავრობის წინააღმდეგ, თუმცა, მთავარი კითხვა რჩება – რა დაემართებოდა საქართველოს, რომ ამ მოთხოვნებს დავთანხმებოდით? ჩვენ ამას ვხედავთ უკრაინის მაგალითზე, რომელიც, მრავალი ქვეყნის მხარდაჭერის მიუხედავად, ვერ ახერხებს რუსეთის შეჩერებას“, – აცხადებენ ისინი. გაერთიანებაში მიაჩნიათ, რომ მათი გადაწყვეტილება იყო „გაბედული ნაბიჯი, რომელიც საქართველოს გადარჩენას ნიშნავდა“. „მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს. ეს კიდევ უფრო ნათლად გამოჩნდა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, გამარჯვების შემდეგ. ის და მისი საგარეო საქმეთა მინისტრი, მარკო რუბიო, სწორედ იმას აცხადებენ, რასაც ჩვენ ყოველთვის ვამბობდით“, – ნათქვამია განცხადებაში. „რაც შეეხება ბრალდებებს, რომ ჩვენ ანტიამერიკულ ან ანტიდასავლურ ქმედებებს ვახორციელებდით – ეს დეზინფორმაციაა“, – დასძენენ „ხალხის ძალაში“.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)