|
2016-03-07 13:31:09, 430 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძე აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე, ოფიციალური ვიზიტით ბაქოში იმყოფება. საგარეო უწყების ინფორმაციით, მინისტრმა პირველი შეხვედრა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან გამართა. სამინისტროს ცნობით, პრეზიდენტთან შეხვედრაზე კმაყოფილებით აღინიშნა თბილისსა და ბაქოს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა. მხარეებმა განიხილეს ორი ქვეყნის ურთიერთობის აქტუალური საკითხები და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის არსებულ მზარდ პოტენციალზე. მხარეებმა განიხილეს საერთაშორისო ასპარეზზე ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვის შესაძლებლობები ორი ქვეყნის პოტენციალის კიდევ უფრო უკეთ წარმოჩენის მიზნით. მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორი ქვეყნის მნიშვნელობას საერთაშორისო ენერგეტიკული და სატრანზიტო პროექტების რეალიზაციის თვალსაზრისით. განსაკუთრებით აღინიშნა ბაქო-სუფსის პროექტის ინაუგურაციის 20 წლისთავი, რომელიც წელს აღინიშნება. მხარეებმა კიდევ ერთხელ დადასტურეს ამ პროექტის მნიშვნელობა, რომელმაც საფუძველი დაუდო ორი ქვეყნის ურთიერთობის კიდევ უფრო განმტკიცებას და მათ ჩართულობას გლობალურ პროექტებში. მიხეილ ჯანელიძე აზერბაიჯანში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს გამართავს ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან, მილი მეჯლისის თავმჯდომარესთან და საგარეო საქმეა მინისტრთან.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე ერთ-ერთი ყველაზე მასიური იერიში მიიტანა
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)