|
2025-01-31 12:09:41, 428 ნახვა
პოლიტიკა
ყაველაშვილი - საპრეზიდენტო არქივის დათვალიერების შედეგად ვრწმუნდებით, რომ სალომე ზურაბიშვილს ყველაფერი არჩევნებამდე ჰქონდა დაგეგმილი
საპრეზიდენტო არქივის დათვალიერების შედეგად ვრწმუნდებით, რომ ეს ყველაფერი მას არჩევნებამდე ჰქონდა დაგეგმილი, - ასე უპასუხა საარჩევნო კოლეგიის მიერ პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩეულმა მიხეილ ყაველაშვილმა მისი წინამორბედის, სალომე ზურაბიშვილის შესახებ დასმულ კითხვას. გამოცემა Neue Zürcher Zeitung-თან ინტერვიუში, ყაველაშვილი აღნიშნავს, რომ არჩევნების გაყალბების არც ერთი მტკიცებულება პროკურატურისთვის არ წარუდგენიათ, ეუთოს დასკვნაც ადასტურებს, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდა, შესაბამისად, ვერავინ იტყვის, რომ ყაველაშვილი არაკანონიერად აირჩიეს. „პროკურატურას არჩევნების გაყალბების არც ერთი მტკიცებულება არ წარედგინა. ეუთოს საბოლოო დასკვნაც ამბობს, რომ არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდა. მოქალაქეებს ჰქონდათ თავისუფალი არჩევანის უფლება. ეს არის რეალობა. ვერავინ იტყვის რომ მიხეილ ყაველაშვილი არაკანონიერად იქნა არჩეული“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა. მისივე თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება ცნობები მოსახლეობის დაშინების შესახებ. როგორც ყაველაშვილმა აღნიშნა, მოქალაქეები კრიტიკულები არიან, თუმცა, მათთვის მშვიდობა, სტაბილურობა და ევროპისკენ მიზანმიმართული სვლა უალტერნატივოა, ნორმალური ოპოზიციის არარსებობის ფონზე კი „ქართულ ოცნებას“ კონკურენტუნარიანი მოწინააღმდეგე არ ჰყავდა. „სიმართლეს არ შეესაბამება, რომ ვიღაც, როგორც მონა, ისე აძლევს ხმას „ქართულ ოცნებას“. მოქალაქეები კრიტიკულები არიან, თუმცა მათთვისაც მშვიდობა, სტაბილურობა და მიზანმიმართული სვლა ევროპისკენ მნიშვნელოვანია. ამას ალტერნატივა არ აქვს. რომ არსებულიყო ნორმალური ოპოზიცია, რომელიც დააკმაყოფილებდა ქართველი ხალხის მოთხოვნებს, მაშინ იქნებოდა ის კონკურენტუნარიანი და შეძლებდნენ „ქართული ოცნების“ შეცვლას. ძალები, რომლებიც ირწმუნებიან, რომ უნდათ ჩვენი ევროკავშირში შეყვანა, პირიქით აზიანებენ მიზანს“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)