|
2025-01-30 18:29:40, 497 ნახვა
ეკონომიკა
500 Global in Eurasia მასტერკლასების სერია მათთვის, ვისაც აინტერესებს სტარტაპ სფერო
500 Global-ის, საქართველოს ბანკის და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თანამშრომლობით სტარტაპების აქსელერაციის პროგრამა 500 Global in Eurasia 2020 წლიდან ხორციელდება. მალე, ახალი მე-8 ნაკადის გადამზადების პროგრამა დაიწყება. დამწყები და გამოცდილი სტარტაპებისთვის, 500 Global in Eurasia მასტერკლასების სერიას მართავს. თუ გაინტერესებთ, რატომ ვერ აღწევს წარმატებას 10 სტარტაპიდან 9, როგორ შეგიძლიათ გაზარდოთ თქვენი ბიზნესი სწრაფად, მოიზიდოთ ინვესტორები და აღმოაჩინოთ ახალი შესაძლებლობები, ეს შეხვედრების სერია თქვენთვისაა. მასტერკლასებზე დასასწრებად გაიარეთ რეგისტრაცია ბმულზე. შეხვედრებს 500 Global in Eurasia-ს საერთაშორისო დონის აქსელერაციის ექსპერტები ჩაატარებენ. მასტერკლასების განრიგი კი ასე გამოიყურება: 4 თებერვალი, 18:00 საათი The Art of Fundraising: What Top VCs Want to See მასტერკლასს გაუძღვება პედრო სანტოს ვიერა, 500 Eurasia-ს პარტნიორი, რომელიც ეხმარება სტარტაპებს, მოიძიონ ფონდები და მოახდინონ საერთაშორისო ბაზარზე მასშტაბირება. 11 თებერვალი, 18:00 საათი Product-Led Growth: Strategies and Case Studies for Scale მასტერკლასს ჩაატარებს ჯაკომო პოჯალი, პროდუქტის მენტორი. ის არის 0-1 პროდუქტის მენეჯერი და უკვე 7 წელია ეხმარება სტარტაპებს ზრდასა და ბაზარზე მასშტაბირებაში. 18 თებერვალი, 18:00 საათი Scaling Operations for Success მასტერკლასს გაუძღვება ნიკოლას ჰო, ოპერაციების მენტორი. მას აქვს მრავალწლიანი გამოცდილება პროდუქტის სტრატეგიისა და ლიდერშიფის მიმართულებით, ეხმარებოდა გუნდებს, მოეხდინათ KPI-ზე ფოკუსირებული გადაწყვეტილების მიღების პრაქტიკების იმპლემენტაცია საკუთარი კომპანიის ბიზნეს პროცესებში. მასტერკლასების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმების გამო, პუტინმა რუსეთში საზოგადოებრივი გადაადგილება სრულად შეაჩერა
რუსეთში ვარდები და მიხაკები გაძვირდება სომხეთიდან ყვავილების იმპორტის აკრძალვის გამო
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)