|
2025-01-30 17:51:43, 466 ნახვა
მსოფლიო
შვედეთში ერაყელი ლტოლვილი სალვან მომიკა მოკლეს, რომელიც ყურანის დაწვის აქციებს აწყობდა
შვედეთში ერაყელი ლტოლვილი სალვან მომიკა მოკლეს, რომელიც აქციებს აწყობდა, სადაც დემონსტრაციულად წვავდნენ მუსლიმთა წმინდა წიგნს – ყურანს. 38 წლის სალვან მომიკა ქალაქ სოდერტალიეში მოკლეს. მკვლელობა რამდენიმე საათით ადრე მოხდა, ვიდრე მას გამოუტანდნენ განაჩენს სისხლის სამართლის საქმეზე ეთნიკური ჯგუფის წინააღმდეგ ძალადობის წაქეზების ბრალდებით. შვედეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, სალვან მომიკას გარდა, ამ საქმეზე კიდევ ერთი ადამიანი უნდა გაესამართლებინათ. განაჩენის გამოცხადება გადაიდო. სალმან მომიკას მკვლელობის შემდეგ, მეორე ბრალდებულმა სოციალურ ქსელში დაწერა: „მე ვარ შემდეგი“. შვედური მედიის ცნობით, სალმან მომიკა საკუთარ სახლში მოკლეს, როდესაც ის „ტიკტოკის“ პირდაპირ ეთერში იყო. მკვლელის ვინაობა და დანაშაულის მოტივი ამ ეტაპზე უცნობია. სალვან მომიკა საკუთარ თავს ათეისტად მიიჩნევდა და მკვეთრი ანტიისლამური განცხადებებით გამოდიოდა. 2023 წელს მან ჩაატარა რამდენიმე აქცია, რომელზეც ყურანი დაწვეს, რამაც მუსლიმური ქვეყნების მხრიდან აღშფოთება გამოიწვია. რადიკალი ისლამისტების მხრიდან კი ტერორისტული აქტების მუქარა გაისმა. შვედეთის ხელისუფლებამ 2023 წელს სალმან მომიკას დეპორტაციის გადაწყვეტილება მიიღო. მთავრობამ დაადგინა, რომ მან თავშესაფრის მიღებისას არასწორი ინფორმაცია წარადგინა, თუმცა ეს გადაწყვეტილება არ აღასრულეს, რადგან აღიარეს, რომ სამშობლოში სალმან მომიკას წამება და არაადამიანური მოპყრობა ემუქრებოდა.
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)