|
2025-01-30 15:30:21, 381 ნახვა
პოლიტიკა
“ ვიზიტი არ უნდა იქნეს აღქმული როგორც ლეგიტიმაცია“ – საქართველოს ევროსაბჭოს კონგრესის დელეგაცია ეწვევა
3-4 თებერვალს საქართველოს ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების ორგანოთა კონგრესის დელეგაცია ეწვევა. როგორც ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ვიზიტი არ უნდა იქნეს აღქმული როგორც ლეგიტიმაციისა და მხარეთა შეხედულებების პოლიტიკური მხარდაჭერა. კონგრესის მისიის მიზანია, არსებული პოლიტიკური ვითარების ფონზე ადგილობრივი ხელისუფლების წინაშე მდგარი გამოწვევების შეფასება, განსაკუთრებით მომავალი ადგილობრივი არჩევნების კონტექსტში. დელეგაცია კონგრესის პრეზიდენტი მარკ კულსის, რეგიონების პალატის პრეზიდენტი სესილია დალმან-ეეკის და ადგილობრივი თვითმმართველობის პალატის პრეზიდენტი ბერნდ ვოჰრინგერის შემადგენლობით, შეხვედრებს გამართავს საქართველოს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და ყველა ძირითად პოლიტიკურ პარტიასთან. დელეგაციას თან ახლდება კონგრესის გენერალური მდივანი, მეთიუ მორი. "აღსანიშნავია, რომ, ცოტა ხნის წინ, კონგრესის პრეზიდენტმა საარჩევნო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების შესახებ ვენეციის კომისიას მოსაზრების მომზადება სთხოვა, ვინაიდან ამ ცვლილებებმა შესაძლოა პროპორციული სისტემის შესუსტებას და მუნიციპალიტეტების საკრებულოებში უმრავლესობის გაძლიერებას შეუწყოს ხელი", - ნათქვამია გავრცელებულ რელიზში.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)