|
2016-03-07 12:50:55, 406 ნახვა
პოლიტიკა
ბაჩო კიკაბიძე: „მაესტროს“ და ლევან გაჩეჩილაძის დაქორწინების პროცესს ხელს მთავრობა უწყობს
"მიმდინარეობს „სტუდია მაესტრო“ს და ლევან გაჩეჩილაძის ძალით დაქორწინების პროცესი, რასაც ძალიან უწყობს ხელს მთავრობა“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ტელეკომპანია „მაესტროს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ბაჩო კიკაბიძემ განუცხადა. მისივე შეფასებით, ამ პროცესში უკვე ღიად ჩაერთო სასამართლოც. კიკაბიძეს მიაჩნია, რომ დღეს საჯარო რეესტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ლევან გაჩეჩილაძე „მაესტროს“ გენერალურ დირექტორი გახდა, უკანონოა. "მიმდინარეობს სტუდია მაესტროს და ლევან გაჩეჩილაძის ძალით დაქორწინების პროცესი, რასაც ძალიან უწყობს ხელს მთავრობა. როგორც ჩანს, უკვე სასამართლოც ჩაერია, რომ რამენაირად მოხდეს ეს. მაგრამ, ეს ის შემთხვევაა, როდესაც არცერთ მხარეს არ უნდა ერთმანეთის ცოლად მოყვანა," - განაცხადა ბაჩო კიკაბიძემ. ცნობისთვის, ლევან გაჩეჩილაძე საჯარო რეესტრმა „სტუდია მაესტროს“ დირექტორად დაარეგისტრირა. ამ გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია დღეს დილით გავრცელდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე ერთ-ერთი ყველაზე მასიური იერიში მიიტანა
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)