01:13 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-29 17:29:46, 639 ნახვა

პოლიტიკა
“სანქციები ახლოსაა კ(რ)ახი“ - თბილისის მერიასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

თბილისის მერიასთან მოქალაქეები იკრიბებიან საპროტესტო აქციაზე, რომელიც ლოზუნგით „მხარდაჭერა თავისუფალ საჯარო მოხელეებს“ იმართება. აქციის მონაწილეები, მათ შორის პოლიტიკოსები და მოქალაქეები, საჯარო მოხელეების მიმართ სოლიდარობას გამოხატავენ და მათ მიმართ არსებულ ზეწოლას აპროტესტებენ. 

მათ ბანერებზე წერია: „ვითხოვთ ხელახალ არჩევნებს“, „სოლიდარობა საჯარო მოხელეებს“, „სანქციები ახლოსაა კ(რ)ახი“, „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“.  

აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ხელისუფლება საჯარო მოხელეებზე სერიოზულ წნეხს ახორციელებს, რაც სახელმწიფო უწყებებში დაწყებულ რეორგანიზაციაში გამოიხატება. მათი თქმით, ეს პროცესი მიზნად ისახავს კრიტიკულად განწყობილი თანამშრომლების გათავისუფლებას.  

აქციის მონაწილეები საჯარო მოხელეებს მოუწოდებენ, არ შეეშინდეთ და გააგრძელონ საქართველოს დემოკრატიის დაცვა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics