|
2025-01-29 15:32:37, 453 ნახვა
სამართალი
ანზორ კვარაცხელია, რომელსაც პოლიციელების მისამართით ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლას ედავებიან, კვლავ პატიმრობაში დატოვეს
პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული ანზორ კვარაცხელია, რომელსაც პოლიციელების მისამართით ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლას ედავებიან, კვლავ პატიმრობაში დარჩა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო თარაშვილმა მიიღო. დღევანდელ სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს, ასევე გადაისინჯა კვარაცხელიასთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა, რომელიც ძალაში დარჩა. საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა. ბრალდების მხარე დაკავებულის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების ძალაში დატოვებას, ადვოკატი კი მისი 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას შუამდგომლობდა. ცნობისთვის, ანზორ კვარაცხელია მიმდინარე აქციების ფარგლებში დაწყებული გამოძიების მიმდინარეობისას სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დააკავეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)