20:19 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-29 15:07:40, 396 ნახვა

მსოფლიო
ბოლო 24 საათში შვედეთში ექვსი აფეთქება მოხდა

შვედეთში აფეთქებების რეკორდული რაოდენობის ორგანიზებაში ეჭვმიტანილი დააკავეს, – ამის შესახებ შვედური მედია წერს. როგორც მედია იუწყება, მხოლოდ ბოლო 24 საათის განმავლობაში შვედეთში ექვსი აფეთქება მოხდა.

„დაკავებულს მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა ამ აფეთქებებში. ამის მთავარი მიზეზებია ის, რომ შვედეთის გარეთ არიან ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა გზით აკონტროლებენ და კოორდინირებას უწევენ ამას, ასევე ის, რომ არის ბევრი ახალგაზრდა, რომლებიც მზად არიან, მიიღონ ეს დავალებები“, – განაცხადა სტოკჰოლმის პოლიციის უფროსის მოადგილემ, მაქს ოკერვალმა.

მიმდინარე წელს შვედეთში უკვე 30-ზე მეტი აფეთქება მოხდა, მათი უმეტესობა – სტოკჰოლმში. პოლიციის მონაცემებით, აფეთქებების მიზეზებია კრიმინალურ დაჯგუფებებს შორის კონფლიქტები, ასევე გამოძალვის შემთხვევების მკვეთრი ზრდა, პირველ რიგში, ბიზნესის მფლობელებისგან, მაგრამ ასევე კერძო პირებისგანაც.

შვედეთის პრემიერ-მინისტრმა, ულფ კრისტერსონმა აფეთქებები „შიდა ტერორიზმად“ შეაფასა. შვედეთის იუსტიციის მინისტრმა, გუნარ სტრომერმა 30 იანვარს ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ საბჭოს რიგგარეშე სხდომა მოიწვია.

როგორც მედია წერს, ამ სიტუაციის ფონზე საკონსულტაციო კომისია შვედეთის მთავრობას სთავაზობს, დროებით გაამკაცროს სასჯელი მძიმე დანაშაულებისთვის 14 წლის ასაკიდან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics