|
2025-01-29 13:42:46, 385 ნახვა
საზოგადოება
ნინი ბადურაშვილმა ტელეკომპანია „იმედი“ დატოვა
მომღერალმა, გადაცემა „პრაიმ შოუს“ წამყვანმა, ნინი ბადურაშვილმა ტელეკომპანია „იმედი“ დატოვა. „მიზეზს ჩემთვის დავიტოვებ. ბევრი კარგი რამ გადამხდა იქ და მიყვარს ეს ტელევიზია. მხოლოდ "პრაიმშოუ“ არა, მანამდე სხვა პროექტებიც იყო, რომლებშიც ვმონაწილეობდი. 20 წლის მივედი პირველად ამ არხზე. უბრალოდ, ახლა ასეთი გადაწყვეტილება მივიღე. ვფიქრობ, რომ ერთი ეტაპი დასრულდა, რომელიც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ძალიან მიყვარს ყველა ის ადამიანი, ვისთან ერთადაც ეს დრო გავატარე. ვფიქრობ, სხვა რაღაც დაიწყოს ჩემს ცხოვრებაში, მუსიკით უფრო მეტად დავკავდე.“, - განაცხადა ნინი ბადურაშვილმა ambebi.ge-სთან საუბრისას. შეგახსენებთ, ნინი ბადურაშვილამდე ტელეკომპანია მოდელმა და ტელეწამყვანმა, სალომე ღვინიაშვილმა დატოვა, თუმცა მიზეზები არც მას დაუკონკრეტებია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)