|
2025-01-29 13:34:37, 445 ნახვა
პოლიტიკა
ეკატერინე ხვედელიძემ 100 - მილიონიანი ნებადართული კაპიტალით ახალი კომპანია დაარეგისტრირა
ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის ცოლმა, ეკატერინე ხვედელიძემ 27 იანვარს ახალი სააქციო საზოგადოება დააფუძნა. სააქციო საზოგადოება ჯი სი ეფ საქართველო საჯარო რეესტრში 100 მილიონი ლარის ნებადართვული კაპიტალით დარეგისტრირდა, ხოლო მისი 100%-იანი წილის მფლობელი ივანიშვილის მეუღლე, ეკატერინე ხვედელიძეა ამ დროისთვის, აღნიშნული სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭო სამი ადამიანისგან შედგება - მათ შორის არიან ივანე ხვედელიძე, ირინე ქინქლაძე და გელა კობერიძე. კომპანიის დირექტორის პოზიციას დავით გალუაშვილი იკავებს - რომელიც აქამდე, წლების განმავლობაში მუშაობდა ქართუ ბანკში. "სს ჯი სი ეფ საქართველო" - 27 იანვარს ივანიშვილის მეუღლემ კიდე ერთი სააქციო საზოგადოება დააფუძნა. GCF - ეს თანაინვესტირების ფონდია და შესაბამისად, ალბათ აქ მოიყრის თავს ყველა ის პროექტი, რომლის საბოლოო მშობელი კომპანია კაიმანის ოფშორულ ზონაში იყო რეგისტრირებული. ეს მეექვსე სააქციო საზოგადოებაა (მათ შორის წლების განმავლობაში თითქმის უფუნქციოდ მყოფი) , რომლის ნებადართული კაპიტალი ამ ბოლო პერიოდში 100 მილიონი ლარით განისაზღვრა. მათი ჯამური განთავსებული კაპიტალი კი ჯერ 31 მილიონი ლარია. საინტერესოა, მომავალში წილების განთავსების შემთხვევაში, ვინ შეიძლება შეავსოს 569 მილიონი ლარი მხოლოდ ამ 6 სააქციო საზოგადოებაში? შეიძლება რუსებიც?!" - წერს ირაკლი აბესაძე სოციალურ ქსელში.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)