20:19 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-28 16:55:28, 413 ნახვა

მსოფლიო
ოლაფ შოლცი - საზღვრების ძალის გამოყენებით გადაადგილება არ უნდა მოხდეს

„საზღვრების ძალის გამოყენებით გადაადგილება არ უნდა მოხდეს“, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა დანიის პრემიერ-მინისტრ მეტე ფრედერიქსენთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„საზღვრების ხელშეუხებლობა საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპია. ეს პრინციპი ყველას ეხება. საზღვრების ძალის გამოყენებით გადაადგილება არ უნდა მოხდეს. მათთვის, ვისაც ეს ეხება“, – განაცხადა ოლაფ შოლცმა.

დანიის პრემიერმა, მეტე ფრედერიქსენმა აღნიშნა, რომ ევროპა ახლა გაურკვეველი რეალობის წინაშე დგას.

„ჩვენ უფრო ძლიერი ევროპა გვჭირდება, რომელსაც ევროპისა და ევროპული ინტერესების დაცვა შეუძლია. საკუთარ უსაფრთხოებაზე მეტი პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ“, – აღნიშნა დანიის პრემიერმა.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ გრენლანდიაზე კონტროლის მოპოვება აშშ-ის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია და ამ მიზნის მისაღწევად სამხედრო ძალის გამოყენებაც არ გამორიცხა. დანიისა და გრენლანდიის პრემიერ-მინისტრების განცხადებით, გრენლანდია არ იყიდება.

ამასთან, დანიამ არქტიკის რეგიონში უსაფრთხოების გასაძლიერებლად, თავის ავტონომიურ ტერიტორიებთან, გრენლანდიასთან და ფარერის კუნძულებთან პარტნიორობით, 2 მილიარდი აშშ დოლარის გამოყოფის შესახებ გამოაცხადა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics