|
2025-01-28 12:12:26, 356 ნახვა
პოლიტიკა
პაველ ჰერჩინსკი - ნამდვილად შოკირებული ვარ ქალბატონი მზიას შიმშილობის აქციით
ნამდვილად შოკირებული ვარ ქალბატონი მზიას შიმშილობის აქციით, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა. „სისხლის სამართლის ბრალდებებით წინასწარ პატიმრობაში იმყოფება შუა ხნის ასაკის ქალბატონი, რომელიც ბრალდებულია პოლიციელზე თავდასხმაში. როცა ხედავ, ყველა ჩვენგანმა ვნახეთ ტელევიზიით, სასტიკ ცემას, ვგულისხმობ ნიღბიანი ადამიანების მიერ ქალების ცემას, და ბრალი არავისთვის წაუყენებით, ეს უპრეცედენტოა, ამიტომ გაგრძელდება სანქციების შესახებ განხილვა წევრ სახელმწიფოებთან. სამწუხაროდ, ჯერჯერობით არ არსებობს ერთსულოვნება, არსებობენ წევრი სახელმწიფოები, რომლებსაც არ სურთ შეუერთდნენ ერთსულოვნებას, მაგრამ ევროკავშირის ხელმძღვანელობის ერთგულების გათვალისწინებით, შევეცდებით, ვიმუშავებთ იმისთვის, რომ გვქონდეს ერთსულოვნება, რომელიც საჭიროა სანქციების დასაწესებლად“, - აღნიშნა ელჩმა. მისი თქმით, ის, რაც ხდება თბილისისა და საქართველოს სხვა ქალაქების ქუჩებში ბოლო 60 დღის განმავლობაში აბსოლუტურად მიუღებელია. „ხელისუფლების მხრიდან არსებობს ხალხთან საუბრის ნულოვანი სურვილი, რაც აბსოლუტურად აღმაშფოთებელია. საჭიროა ამჟამინდელი ღრმა პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის გამოძებნა, ხელისუფლებას აქვს დამატებითი პასუხისმგებლობა, რომ აქტიურად ეძებოს ასეთი გამოსავალი, მიმდინარე დაშინება, ძალადობა, ძალის არაპროპორციული გამოყენება, სასამართლო სისტემისადმი ნდობის ეროზია და ქალბატონი მზიას საქმე აბსოლუტურად აღმაშფოთებელია. წინასწარი პატიმრობა სისხლის სამართლის ბრალდებით შუა ხნის ასაკის ქალბატონისთვის პოლიციელის ცემისთვის. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ეს მალე დასრულდება და ადამიანები, რომლებიც ნამდვილად პასუხისმგებლები არიან ძალადობაზე, ადამიანების ცემაზე, მათ შორის მედიის წარმომადგენლების, პოლიტიკოსების, დიასჯებიან და სამართალი აღდგება“, - აღნიშნა ელჩმა.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)