|
2025-01-27 21:21:28, 516 ნახვა
საზოგადოება
თბილისში, მოძრაობა „დაფიონის“ ლიდერის, ზვიად ცეცხლაძის მხარდასაჭერად საპროტესტო აქცია გაიმართა
თბილისში, მოძრაობა „დაფიონის“ ლიდერის, ზვიად ცეცხლაძის მხარდასაჭერად საპროტესტო აქცია გაიმართა. ცეცხლაძის ოჯახის წევრები, მეგობრები და მხარდამჭერები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსიდან გმირთა მოედნისკენ გაემართნენ. გმირთა მემორიალთან შეკრებილებმა საქართველოს ჰიმნი შეასრულეს და ხელისუფლებას ზვიად ცეცხლაძისა და სხვა პოლიტპატიმრების გათავისუფლება მოსთხოვეს. ზვიად ცეცხლაძე, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტია, აქტიურად მონაწილეობდა „დაფიონის“ მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციებში. მას ბრალად ედება ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა, რაც 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ზვიად ცეცხლაძე და „დაფიონის“ წევრები, პროტესტის ნიშნად ყოველ შაბათს, დილის 9 საათზე, თსუ-თან მიდიოდნენ. ამ დროს იწყებოდა პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ლექცია „საქართველოს საკონსტიტუციო სამართალი“ და ის უნივერსიტეტში მიდიოდა დაცვის თანხლებით. კობახიძის ერთ-ერთ ლექციაზე ზვიად ცეცხლაძემ საქართველოსა და ევროკავშირის დროშებშემოხვეულმა სცადა შესვლა, პრემიერ-მინისტრის დაცვამ ის აუდიტორიაში არ შეუშვა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)