|
2016-03-06 10:15:08, 776 ნახვა
სამხედრო
საბაზისო სამთო მომზადების ზამთრის კურსი ბაკურიანში მიმდინარეობს
ნატოს პარტნიორობა მშვიდობისათვის პროგრამის (PfP) ფარგლებში ბაკურიანში საბაზისო სამთო მომზადების ზამთრის კურსი მიმდინარეობს. პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლის სამთო სწავლებაში ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების 28 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თურქეთიდან, ლიტვიდან, ლატვიიდან, პოლონეთიდან, უკრაინიდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან მოვლენილი სამხედროები ზამთრის პირობებში სამთო საბაზისო უნარ-ჩვევებს ეუფლებიან, მათ შორისაა სათხილამურო ტრასაზე თხილამურით სრიალი, მარშგადაადგილება და თხილამურებით დაბრკოლებათა ზოლის გადალახვა. სამხედროები თოვლში უსაფრთხოების წერტილების გამოყვანას სწავლობენ, რათა დახრილ ფერდობზე დაბრკოლებათა ზოლის მოწყობა და ჯგუფის უსაფრთხოდ გადაყვანა შეძლონ. მათივე ცნობით, კრიტიკულ სიტუაციაში ჯგუფის მართვის უნარ-ჩვევების შესასწავლად კურსის მონაწილეებისთვის სცენარიც გათამაშდა. დახრილ ფერდობზე დაბრკოლებათა ზოლის გადალახვისას სამხედროებმა ზვავში მოყოლილი ადამიანი აღმოაჩინეს და საკაცის გამოყენებით მისი ევაკუაცია განახორციელეს. უცხოელ სამხედროებს თოვლიან რელიეფზე თავშესაფრის მოწყობა და თოვლის სახლში ,,იგლუ“ ღამის გათენებაც მოუწიათ. „კურსის ფარგლებში თხილამურით სრიალსა და თოვლში დახრილ ფერდობზე დაბრკოლებათა ზოლის გადალახვის ტექნიკას დავეუფლეთ. ასევე შევისწავლეთ თოვლში ღამის თავშესაფრის „იგლუს“ მოწყობა და ზვავში მოყოლილი ადამიანის გადარჩენა. აუცილებელია ვიცოდეთ ჩვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა 3000 მეტრის სიმაღლეზე ზამთრის პირობებში. ლატვიაში ასეთი მაღალი მთები არ არის, როგორიც საქართველოშია. მაგრამ კურსზე შესწავლილი უნარ-ჩვევები ჩემს სამხედრო კარიერაში ნამდვილად გამომადგება,“ - აღნიშნა ლატვიის თავდაცვის აკადემიის სამხედრო მოსამსახურემ რიგითმა ქრისტიან შაკლისტმა. კურსი პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლის ინსტრუქტორების მიერ ტარდება. სამთო მომზადების ბოლოს სამხედროებს ტექნიკურ და ფიზიკურ მოქმედებებში ტესტირებები ჩაუტარდებათ, რომლის წარმატებით გადალახვის შემთხვევაში მათ მიეცემათ სერტიფიკატები, სამკერდე ნიშნები და რეკომენდაცია, მონაწილეობა მიიღონ სამთო მომზადების ზამთრის შუალედურ კურსზე. სამკვირიანი სამთო კურსი 11 მარტს დასრულდება.
მერცმა უკრაინას ევროკავშირში „ასოცირებული“ წევრობის სტატუსი შესთავაზა
თიბისი The Banker’s Technology Awards 2026-ის გამარჯვებულია
უკრაინულმა დრონებმა სამარის რეგიონში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, ორი ადამიანი დაიღუპა
კობახიძემ აღიარა რომ მისი გუნდის წარმომადგენლები სიძულვილის ენას იყენებენ
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)