18:46 - 22 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-26 23:38:59, 1092 ნახვა

სამართალი
გორში, აქტივისტი, ვახო ფიცხელაური 3-მა ნიღბიანმა გაიტაცა და სცემა - ვიდეო

გორში, წმინდაწყლის დასახლებაში სამოქალაქო აქტივისტი, ვახო ფიცხელაური 3-მა ნიღბიანმა გაიტაცა, მას ფიზიკურად გაუსწორდნენ.ის მაშინ გაიტაცეს, როდესაც სახლთან იმყოფებოდა.

"მანქანა არ დამიძვრია, უნდა გავსულიყავი. აქ იდგა ფურგონი. უნდა გადავსულიყავი, რომ გავეტარებინე. თითქოს ვერ მიდიოდნენ და უნდა მივხმარებოდი, მივწოლოდი. ჩამსვეს ფურგონში და გამიტაცეს. აქედან დაახლოებით 6 კილომეტრში გამიტაცეს, ზემოთ მინდორია, იქ. უნდა მოვეკალი, გამოვექეცი. ვიცით ვინც ხარო და უნდა მოგკლათო. გამძარცვეს, ყველაფერი წამართმევს - ტელეფონი, გასაღები, საფულე. რაც დღეს ქვეყანაში ხდება პირდაპირ მაგას ვუკავშირებ - გამიზნულად დამხვდნენ. მაღაზიაში გავდიოდი. ვიცით რასაც აკეთებო და ვინც ხარო. ყველგან მირტყეს, სახეზე ვაფარებდი. ყველგან ნაცემი ვარ, სულ სისხლიანი მაქვს ყველაფერი", - თქვა აქტივისტმა.

ადგილზე მობილიზებულია ოლიგარქის კრიმინალური და საპატრულო პოლიცია, ისე სასწრაფო დახმარების ჯგუფი.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საპატრიარქო რეზიდენციაში ავტომობილით შეჭრილი მძღოლი - მე მირჩევნია მარტო ვიყო, არ მჭირდება ინტერესების დაცვა
მოქალაეებს ჯარიმის შესახებ ცრუ შეტყობინება ეგზავნებათ- საპატრულო პოლიცია გავფრთხილებას ავრცელებს
შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტს ცენზურის განხორციელებისთვის მონიტორინგი დაევალა
ფაშინიანი: საქართველო მნიშვნელოვან როლს ასრულებს სომხეთ-ევროპის ურთიერთობებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics