|
2025-01-25 15:01:33, 575 ნახვა
პოლიტიკა
თეონა აქუბარდია - ბიძინა ივანიშვილის არაღიარებულ პარლამენტს და არა საქართველოს პარლამენტს, შეუწყდეს უფლებამოსილება
ბიძინა ივანიშვილის რეჟიმმა ის ფუნდამენტური პრინციპები და წესები დაარღვია, რის გამოც საქართველო არის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წევრი და რაც გულისხმობს დემოკრატიას, კანონის უზენაესობას და მათ შორის, ფუნდამენტურ ადამიანის უფლებებს, – ამის შესახებ „გახარია – საქართველოსთვის“ წევრმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა. მისი თქმით, „გახარია – საქართველოს“ წევრებმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას წერილი მისწერეს და ითხოვეს, ამ დარღვევებიდან გამომდინარე „ბიძინა ივანიშვილის არაღიარებულ პარლამენტს და არა საქართველოს პარლამენტს, შეუწყდეს უფლებამოსილება“. „ამ მოსმენების შედეგად რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული, წინასწარ ვერ გეტყვით, მაგრამ ფაქტია, რომ ვიცავთ, იმ დემოკრატიისა და ქვეყნის ევროპული მომავლის გზას, რომელიც ჩვენი კონსტიტუციის მთავარი ფუნდამენტური პრინციპია და რასაც ივანიშვილის რეჟიმმა არათუ გვერდი აუარა, არამედ სასტიკად დაარღვია. ამ დისკუსიაზე ჩვენი პარტია არის მიწვეული ჩვენი პარტნიორი პარტიის, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში არსებული პარტიის მოწვევით. გარდა იმისა, რაც წერილში გვაქვს და კონკრეტულად აღწერილია ის მუხლები, რომელიც დაარღვია ივანიშვილის რეჟიმმა, რის გამოც მას უნდა შეუწყდეს უფლებამოსილება, რადგანაც ის არ წარმოადგენს საქართველოს, არამედ ის არის ივანიშვილის არალეგიტიმური პარლამენტი. სხვა დანარჩენი რა იქნება ვერ გეტყვით, მაგრამ მთავარი ვალდებულებაა ევროსაბჭოს საპარლამენტო დელეგაციის, რომელიც სწორედ ფუნდამენტური უფლებები, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის საკითხზე არის შეკრებილი, განიხილოს მისი წევრი ქვეყნის შიგნით, როგორ შეილახა ყველა ფუნდამენტური პრინციპი“, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)