|
2025-01-24 18:18:06, 647 ნახვა
საზოგადოება
ხელოვანებმა საგანგებო მიმართვა გაავრცელეს - კინო, ტერორის წინააღმდეგ ერთიანდება
კინოცენტრის ახალ შენობასთან კინოს პროფესიონალები და მოყვარულები შეიკრიბნენ და სოლიდარობა გამოუცხადეს ყველა პატიმარს, რომლებიც აქციებზე დააკავეს. ასევე იმ პროფესიულ გაერთიანებასა თუ ცალკეულ ადამიანებს, ვინც წინააღმდეგობაშია. „სოლიდარობას ვუცხადებთ:
„ჩვენ ყველანი ერთად ვდგავართ ჩვენი ქვეყნის სამსახურში გაცხადებული ტერორის წინააღმდეგ. ახლა, ჩვენ ვდგავართ იმ ინსტიტუციასთან, საიდანაც თითქმის 2 წლის წინ, ჩვენი პროტესტი დაიწყო. ინსტიტუციასთან, რომელიც გადაიქცა მორჩილი ფუნქციონერების თავშესაფრად, რომელიც თვალს ხუჭავს და დუმს იმ უსამართლობებზე, რაც უკვე ჩვენი ყოველდღიურობა გახდა – არაჰუმანური, ფაშისტური კანონების დაკანონება, უდანაშაულო ადამიანების, მათ შორის ჩვენი კოლეგების დაპატიმრება, წამება, გატაცება, დაშინება და შანტაჟი. განსაკუთრებულ სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენი კინო მოძრაობის წევრს, მსახიობს – ანდრო ჭიჭინაძეს. ასევე, დღეს ჩვენს ორ კოლეგას, პროდიუსერ ქეთი დანელიას და რეჟისორ გიორგი ოკმელაშვილს სასამართლო პროცესი ჰქონდათ – ეს უკვე გახდა ჩვენი ყოველდღიურობა და სწორედ ამიტომ აუცილებელია ბრძოლის გაგრძელება, ერთიანობის გაძლიერება, რომ რეჟიმი რაც შეიძლება მალე დაინგრეს. კინოცენტრს დღეს ხელმძღვანელობს ბექა დავითულიანი – ადამიანი, რომელმაც რუსულ კანონს ორივეჯერ მოაწერა ხელი და მას კინოს სფეროში არანაირი კომპეტენცია არ აქვს. აგრეთვე, ბაჩო ოდიშარია – პროპაგანდისტული ტელევიზიის წამყვანი და სამთავრობო პროპაგანდის ერთ- ერთი მთავარი შემოქმედი დღეს განსაზღვრავს როგორი უნდა იყოს ქართული კინო. რეჟიმი ცდილობს მოსპოს შემოქმედებითი თავისუფლება, ჩააახშოს კრიტიკული ხმა, დააკანონოს ცენზურა, ჩამოშალოს ინსტიტუციები და მოგვაქციოს ცივილიზებული სამყაროსგან იზოლაციაში. ის, რაც ჩვენ, კინოში მომუშავე ადამიანებს 2 წლის წინ დაგვატყდა თავს, ახლა მთელი ქვეყნის რეალობად იქცა. მაშინ ჩვენ ვამბობდით – ქართული კინო საფრთხეშია! ახლა ვამბობთ – საქართველო საფრთხეშია! ამიტომაც, სანამ არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა!!! ვიბრძვით ბოლომდე!“, – ნათქვამია მიმართვაში.
საპატრიარქო რეზიდენციაში ავტომობილით შეჭრილი მძღოლი - მე მირჩევნია მარტო ვიყო, არ მჭირდება ინტერესების დაცვა
მოქალაეებს ჯარიმის შესახებ ცრუ შეტყობინება ეგზავნებათ- საპატრულო პოლიცია გავფრთხილებას ავრცელებს
შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტს ცენზურის განხორციელებისთვის მონიტორინგი დაევალა
ფაშინიანი: საქართველო მნიშვნელოვან როლს ასრულებს სომხეთ-ევროპის ურთიერთობებში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)