21:46 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-24 16:16:07, 471 ნახვა

მსოფლიო
აშშ სახელმწიფო მდივანმა თურქ კოლეგასთან სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესი განიხილა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესი თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჰაქან ფიდანთან განიხილა, – ამის შესახებ აღნიშნულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

„მდივანმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა განიხილეს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ხანგრძლივი და ღირსეული მშვიდობის მნიშვნელობა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

მარკო რუბიომ და ჰაქან ფიდანმა ისაუბრეს სირიაზეც.

მარკო რუბიომ ხაზი გაუსვა სირიაში ინკლუზიური გადასვლის აუცილებლობას იმის უზრუნველსაყოფად, რომ ახალი მთავრობა ხელს შეუშლის სირიის საერთაშორისო ტერორიზმის წყაროდ გადაქცევას და უცხოელ ბოროტმოქმედ სუბიექტებს დააბრკოლებს, არ გამოიყენონ სირიის გარდამავალი პერიოდი საკუთარი მიზნებისთვის.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics