|
2025-01-24 10:54:53, 711 ნახვა
ეკონომიკა
ამერიკის სავაჭრო პალატისა და MAC Georgia-ს სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში, თიბისის მხარდაჭერით - 10, ჯამში კი 65 სტუდენტი მიიღებს უმაღლეს განათლებას
თიბისი მეორე წელია საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატისა და MAC Georgia-ს (მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისათვის) სასტიპენდიო პროგრამის მთავარი მხარდამჭერია. პროგრამის ფარგლებში, თიბისის ფინანსური მხარდაჭერით - 10, ჯამში კი 65 სტუდენტი მიიღებს უმაღლეს განათლებას საქართველოს უნივერსიტეტებში. საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან სტიპენდიატები წარმოადგენენ ოჯახებს, რომლებიც სოციალურ დახმარებას იღებენ. სტიპენდიატები სოციალური მდგომარეობის, ეროვნულ გამოცდებზე მიღებული ქულების, სამოტივაციო წერილისა და გასაუბრების გათვალისწინებით შეირჩნენ. პროექტის მხარდამჭერები ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი 30-მდე კომპანიაა. დაფინანსებასთან ერთად, პროგრამის პარტნიორი ორგანიზაციები სტუდენტებს ასოციაციის წევრ კომპანიებში ანაზღაურებადი სტაჟირების პოვნაში დაეხმარებიან, მათთვის - პროფესიულ ტრენინგებსა და ლექციებს, ასევე ინგლისური ენისა და საბაზისო საოფისე უნარების განვითარებას უზრუნველყოფენ. „მეამაყება, რომ ორივე ინსტიტუციას წარმოვადგენ - ამერიკის სავაჭრო პალატას, როგორც მისი ვიცე-პრეზიდენტი და თიბისის, რომელიც მეორე წელია AmCham-ის საგანმანათლებლო პროექტის მთავარი პარტნიორია. პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ჯამში უკვე 65 სტიპენდიატი მიიღებს უმაღლეს განათლებას, სრულ თანხვედრაშია თიბისის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მთავარ მიმართულებასთან - განათლებასთან. ჩვენ თავადაც ვართ ფართომასშტაბიანი პროგრამის - თიბისი განათლების ავტორი. მხოლოდ შარშან, 4600-ზე მეტ სტუდენტს და მოსწავლეს მათთვის საინტერესო უნარების განვითარების შესაძლებლობა მივეცით, 100-ზე მეტს კი დასაქმებაში დავეხმარეთ", - გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე; Amcham-ის ვიცე-პრეზიდენტი.
უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმების გამო, პუტინმა რუსეთში საზოგადოებრივი გადაადგილება სრულად შეაჩერა
რუსეთში ვარდები და მიხაკები გაძვირდება სომხეთიდან ყვავილების იმპორტის აკრძალვის გამო
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)