|
2025-01-23 15:23:23, 738 ნახვა
ომი უკრაინაში
ჩრდილოეთ კორეა გეგმავს, 2025 წელს რუსეთს KN-23 ტიპის მცირე რადიუსის მინიმუმ 150 ბალისტიკური რაკეტა გამოიყენოს
ჩრდილოეთ კორეა გეგმავს, 2025 წელს რუსეთს KN-23 ტიპის მცირე რადიუსის მინიმუმ 150 ბალისტიკური რაკეტა , ასევე საარტილერიო ჭურვები და სისტემები გადასცეს - ამის შესახებ უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა განაცხადა.
მისი თქმით, ბოლო სამი თვის განმავლობაში ჩრდილოეთ კორეამ რუსეთს გადასცა დაახლოებით 120 ერთეული М1989 ტიპის 170 მმ კალიბრიანი თვითმავალი საარტილერიო დანადგარი „კოკსანი“ და 120 ერთეული M-1991 ტიპის მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა. მოსალოდნელია, რომ ჩრდილოეთ კორეა აღნიშნულ ტექნიკას რუსეთს მომავალშიც სულ მცირე ამ რაოდენობით გაუგზავნის. ამასთან, ბუდანოვის თქმით, რუსებმა, შესაძლოა, მიიღონ ჩრდილოეთ კორეული KN-23 ტიპის ბალისტიკური რაკეტები, რომლებიც რუსეთის არმიას მანამდეც მიაწოდეს.
მისივე თქმით, ჩრდილოეთ კორეა 2025 წელს, შესაძლოა, რუსეთიში, კურსკის ოლქში ქვეითების დამატებითი რაოდენობა გაგზავნოს. „ჩვენ არ ველით სახმელეთო ჯარების ბევრ ახალ ჯარისკაცს. ისინი ბიოლოგიურ რობოტებს ჰგვანან“, - აღნიშნა ბუდანოვმა.
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)