|
2016-03-05 10:42:50, 490 ნახვა
საზოგადოება
გიორგი მღებრიშვილმა საჩხერეში მომსახურების სააგენტოს ახალი შენობა გახსნა
შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა, შსს-ს მომსახურების სააგენტოს დირექტორ დათო ნიკოლეიშვილთან ერთად, საჩხერე-ამბროლაურის სამსახურის ახალი შენობა გახსნა. შსს-ს ინფორმაციით, ღონისძიებას იმერეთის გუბერნატორი, საჩხერისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტებისა და საკრებულოების ხელმძღვანელები დაესწრნენ. მომსახურების სააგენტოს ახალმა სამსახურმა გახსნის დღესვე პირველი მომხმარებელი მიიღო, რომელსაც ავტომანქანის სასურველი სახელმწიფო სანომრე ნიშანი თავად შს მინისტრმა გადასცა. გიორგი მღებრიშვილმა მართვის მოწმობის სატესტო გამოცდა ერთ-ერთი მოქალაქისაგან პირადად ჩაიბარა და მომსახურების სააგენტოს ახლადგახსნილ ოფისში მისულ ადგილობრივ მცხოვრებლებს გაესაუბრა. „მომსახურების სააგენტოს საჩხერე-ამბროლაურის სამსახურის ახალი, თანამედროვე სტანდარტების შენობა საჩხერე-ჭიათურის გზატკეცილზე მდებარეობს. მისი გახსნის შემდეგ, რეგიონში მცხოვრებ მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, სააგენტოს ყველა არსებული სერვისით ადგილზე ისარგებლონ. მომსახურების სააგენტოს ახალ ოფისში ადგილობრივი მცხოვრებლები სხვადასხვა სახის ცნობის მიღებას, მართვის მოწმობის თეორიული და პრაქტიკული გამოცდის ჩაბარებას, ასევე, ავტომანქანებთან და იარაღთან დაკავშირებული პროცედურების გავლას შეძლებენ. შენობა უახლესი ტექნიკით და ინვენტარით არის აღჭურვილი, ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის“, - აცხადებენ შსს-ში.
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)