|
2015-02-16 11:15:56, 574 ნახვა
პოლიტიკა
დავით კერესელიძე საგარეო უწყებაში უკრაინის ელჩის მიწვევაში გასაკვირს ვერაფერს ხედავს
საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი დავით კერესელიძე საგარეო უწყებაში უკრაინის ელჩის მიწვევაში გასაკვირს ვერაფერს ხედავს. როგორც კერესელიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ხშირად ხდება, როდესაც დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელი საგარეო საქმეთა სამინისტროში ბევრ საკითხზე სასაუბროდ არის დაბარებული. მისივე თქმით, საუბარი იქნება იმ დანიშვნებზეც, რომელიც უკრაინაში საქართველოს ხელისუფელბის ყოფილ წარმომადგენლებს ეხება. „ეს არის კიდევ ერთი საკომუნიკაციო წყარო დიპლომატიურ დონეზე. ასე რომ, ამაში გასაკვირი არაფერია“, - განაცხადა კერესელიძემ. მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინა არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა და ამას ხელს ვერაფერი შეუშლის. „ნუ შევქმნით აჟიოტაჟს, იმიტომ, რომ ეს არ არის პირველად. კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ უკრაინა არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი. ეს არის უმნიშვნელოვანესი ქვეყანა, რომელთანაც გვაქვს და გვექნება მეგობრული ურთიერთობა. უკრაინა არის ძალიან რთულ მდგომარეობაში, ამიტომ მის გვერდით ყოფნა, თანადგომა, უპირველესია. რაც არ უნდა მოხდეს, პარტნიორობას და კეთილმეზობლურ ურთიერთობას ვერაფერი შეუშლის ხელს“, - განაცხადა დავით კერესელიძემ. ცნობისთვის, საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარედ 13 თებერვალს დაინიშნა.
GCCA საოჯახო კალათის პროგრამაში შემავალი საბაზისო პროდუქტების საინფორმაციო პორტალს ქმნის
დიდი შვიდეულიდან ბრიტანეთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც სპარსეთის ქვეყნებთან გრძელვადიანი სავაჭრო შეთანხმებას მიაღწია
WSJ: ისრაელი საიდუმლო ჯგუფს ქმნის 7 ოქტომბრის თავდამსხმელების დასაჭერად
მერცმა უკრაინას ევროკავშირში „ასოცირებული“ წევრობის სტატუსი შესთავაზა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)