|
2025-01-20 16:30:05, 714 ნახვა
ეკონომიკა
რუსი ვიზიტორების დანახარჯები შარშან 9%-ით $850 მილიონამდე შემცირდა - ქვეყნების რეიტინგი
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2024 წელს საქართველომ ტურიზმიდან 4.4 მილიარდ დოლარზე მეტი შემოსავალი მიიღო. უშუალოდ IV კვარტალში საერთაშორისო მოგზაურობიდან, თითქმის 964 მლნ დოლარის შემოსავალია მიღებული. 2023 წელთან შედარებით, შემოსავლები დაახლოებით 300 მლნ დოლარით არის გაზრდილი. 2023 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით კი ტურიზმის შემოსავლების ზრდა 10%-ს აღწევს. ათი ქვეყანა, საიდანაც საქართველომ შარშან ყველაზე მეტი შემოსავალი მიიღო:
2023 წელთან შედარებით რუსი ვიზიტორებიდან შემოსავლები 9.4%-ით შემცირდა. 3%-ით შემცირდა თურქეთიდან მიღებული შემოსავლებიც. რაც შეეხება ევროკავშირის ჯგუფს, სადაც დიდი ბრიტანეთიც შედის, ზრდა თითქმის 4%-ია. 41%-იანი ზრდაა ისრაელის შემთხვევაში, ხოლო აზერბაიჯანელი ვიზიტორები დანახარჯები 2023 წელთან შედარებით 18%-ით არის გაზრდილი. აზერბაიჯანისგან განსხვავებით, 2.4%-იანი კლებაა სომხეთის შემთხვევაში. 17%-იანი ზრდა ფიქსირდება ირანიდან, ხოლო საუდის არაბეთიდან - 21%-იანი. თითქმის 19%-ით შემცირდა უკრაინიდან შემოსავლები, ბელორუსიდან კი 6%-ით. ეკონომიკის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, ფაქტობრივად გამართლდა მთავრობის პროგნოზი 2024 წელს ტურიზმის ზრდასთან და შემოსავლებთან დაკავშირებით.
უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმების გამო, პუტინმა რუსეთში საზოგადოებრივი გადაადგილება სრულად შეაჩერა
რუსეთში ვარდები და მიხაკები გაძვირდება სომხეთიდან ყვავილების იმპორტის აკრძალვის გამო
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)