|
2025-01-20 12:28:00, 422 ნახვა
პოლიტიკა
ლევან დავითაშვილი განმარტავს, რატომ არ მონაწილეობს საქართველო დავოსის ეკონომიკურ ფორუმში
ვიცე - პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი განმარტავს, რატომ არ მონაწილეობს საქართველო დავოსის ეკონომიკურ ფორუმში. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე დავითაშვილმა არ დაადასტურა ინფორმაცია, რომ საქართველო მიწვეული არ იყო და ამბობს, რომ ფორუმში მონაწილეობა თავად მთავრობის გადაწყვეტილებაა ხოლმე, წელს კი „ეს შეიძლება არ ყოფილიყო პრიორიტეტი“. „დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე სამთავროვო დელეგაციამ მონაწილეობა არ მიიღო, იქიდან გამომდინარე, რომ ეს შეიძლება არ ყოფილიყო პრიორიტეტი. ჩვენ ყოველ ჯერზე, როდესაც ვმონაწილეობდით, ჩვენი გადაწყვეტილება იყო და ვესწრებოდით ფორუმს. წელს შეიძლება ეს არ ყოფილიყო მაქსიმალურად პროდუქტიული და წელს შეიძლება სხვა პრიორიტეტი გვქონდეს, გამომდინარე არსებული ვითარებიდან. ინვესტორებთან ვაგრძელებთ დიალოგს, კომუნიკაციას უწყვეტ რეჟიმში. ამის შესახებ მედიაც იქნება ინფორმირებული. გვექნება პოზიციტიური ინფორმაცია საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე, ამიტომ ეს პროცესი არ ჩერდება”,- განაცხადა დავითაშვილმა. ცნობისთვის, საქართველო 2025 წელს არც დავოსის ეკონომიკურ ფორუმში და არც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობას არ მიიღებს. რამდენიმე დღის წინ „ინტერპრესნიუსს” მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადეს, რომ საქართველო არცერთ ღონისძიებაზე მიწვეული არ არის, თუმცა განაცხადეს ისიც, რომ „მიწვევა რომც მიიღონ, ვერ წავლენ“. ინფორმაციისთვის, დავოსის ეკონომიკური ფორუმი მიმდინარე წლის 20-24 იანვარს იმართება.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)