|
2025-01-20 11:31:09, 434 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - მადლობა მიხეილ ყაველაშვილს 613 პატიმრის შეწყალებისთვის
მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს შეწყალების აქტის გამოცემის გამო, 613 პატიმარი იქნა შეწყალებული საქართველოს პრეზიდენტის აქტით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურმა ასევე მადლობა გადაუხადა იუსტიციის მინისტრ ანრი ოხანაშვილს, შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს და სამთავრობო უწყებებს. „მინდა, ასევე მადლობა გადავუხადო ჩვენი უწყებების ხელმძღვანელებს შესაბამის მინისტრებს, რომლებიც თანამშრომლობდნენ საქართველოს პრეზიდენტთან, ანრი ოხანაშვილს და ვახტანგ გომელაურს, ჩვენს სამთავრობო უწყებებს. ეს არის კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორი უნდა იყოს თანამშრომლობა საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს მთავრობას შორის. მომავალშიც მზად ვართ ასეთი მჭიდრო თანამშრომლობისთვის. ასეთი თანამშრომლობის შესაძლებლობა გასული წლების განმავლობაში რომ ყოფილიყო, რა თქმა უნდა, ბევრად უფრო ადრე იქნებოდა შესაძლებელი ასეთი ჰუმანური გადაწყვეტილების მიღება ბევრ პატიმართან მიმართებით, თუმცა სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. დღეს გვაქვს თანამშრომლობის შესაძლებლობა, რამაც მოგვცა ასეთი ნაბიჯების გადადგმის საშუალება და საქართველოს პრეზიდენტს მისცა შესაძლებლობა, გამოეცა ასეთი ჰუმანური აქტი, რითაც ისარგებლებს 613 პატიმარი. მინდა, მათ, ყველას ვუსურვო სრულფასოვანი დაბრუნება საზოგადოებრივ ცხოვრებაში, სრულფასოვანი რესოციალიზაცია, ამისათვის სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)