|
2016-03-04 18:20:36, 844 ნახვა
სამხედრო
ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ კავშირგაბმულობის უმცროს ოფიცერთა სპეციალიზაციის კურსი დასრულდა
ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ კავშირგაბმულობის უმცროს ოფიცერთა სპეციალიზაციის კურსი დასრულდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კურსის დასრულებისადმი მიძღვნილ საზეიმო ცერემონიალს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანკ კაპანაძე და წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალი, პოლკოვნიკი მალხაზ მაკარაძე დაესწრნენ. „თანამედროვე ბრძოლის ველი წარმოუდგენელია მყარი, ფარული და უწყვეტი კავშირგაბმულობის გარეშე. ეს არის უზრუნველყოფის აუცილებელი პირობა, რომლის გარეშეც წარმატების მიღწევა შეუძლებელია. სამწუხაროდ უახლოესი წარსულიდან ძალიან ცუდი მაგალითები გვქონდა, რომლის გამეორებას ნამდვილად არ ვაპირებთ. ჩვენ ვიცით როგორ გავაუმჯობესოთ არსებული ვითარება და როგორ მოვამზადოთ პირადი შემადგენლობა. ვიცით რა აღჭურვილობით უნდა აღიკაზმოს მომავალი ქართველი კავშირგაბმულობის მებრძოლი თუ მართვის პუნქტი, მაგრამ ყველაფერს ადამიანი სჭირდება. ადამიანი მართავს ყველა სისტემას და ამიტომაც მაქსიმალურ ყურადღებას ვაქცევთ კადრების მომზადებას. მიხარია რომ შეიარაღებულმა ძალებმა კვალიფიციურად მომზადებული მეკავშირეების კიდევ ერთი გამოშვება მიიღო,“ - განაცხადა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ. კავშირგაბმულობის სპეციალიზაციის კურსი 15-მა მსმენელმა დაამთავრა. 23 კვირის განმავლობაში მსმენელებმა ელექტროობის თეორია და კომპიუტერული ქსელები, კავშირგაბმულობის თეორია, მოკლეტალღოვანი, ულტრა-მოკლეტალღოვანი და დეციმეტრული რადიო სადგურების წარმოება შეისწავლეს. ცერემონიის ბოლოს გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ კურსდამთავრებულებს დიპლომები გადასცა. დღეიდან, კურსებში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეები საკუთარ ქვედანაყოფებში გააგრძელებენ სამსახურს.
მერცმა უკრაინას ევროკავშირში „ასოცირებული“ წევრობის სტატუსი შესთავაზა
თიბისი The Banker’s Technology Awards 2026-ის გამარჯვებულია
უკრაინულმა დრონებმა სამარის რეგიონში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, ორი ადამიანი დაიღუპა
კობახიძემ აღიარა რომ მისი გუნდის წარმომადგენლები სიძულვილის ენას იყენებენ
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)