|
2016-03-04 18:10:11, 851 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის სამინისტროს 2016 წლის გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმის განხილვა
საქართველოს თავდაცვის სამინისტროში გენდერული თანასწორობის 2016 წლის სამოქმედო გეგმის განხილვა გაიმართა. შეხვედრა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა დოლიძემ გახსნა. შეხვედრას სამოქალაქო ოფისისა და გენერალური შტაბის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლები დაესწრნენ. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ანა დოლიძემ სამინისტროსა და შეიარაღებულ ძალებში გენდერული თანასწორობის მნიშვნელობასა და 2016 წლის გეგმის განხორციელებაზე გაამახვილა ყურადღება. უწყების ცნობით, თავდაცვის სამინისტროში გენდერულ საკითხებზე პერმანენტული ხასიათის შეხვედრების მოწყობა, საინფორმაციო კამპანიების დაგეგმვა, გენდერული მრჩევლის ინსტიტუტის გაძლიერება, გენდერის კუთხით არსებული მდგომარეობის რეგულარული ანალიზი, შეფასება, კვლევების, გამოკითხვების წარმოება, რეკომენდაციების შემუშავება, საგანმანათლებლო მოდულების შექმნა და განვითარება 2016 წლის გენდერული გეგმის მნიშვნელოვან საკითხებს წარმოადგენს. სამშვიდობო მისიებისთვის გადასროლისწინა პერიოდში სამხედრო მოსამსახურეებისთვის გენდერული მოდულის სწავლება, კანონმდებლობის გენდერული ანალიზი და გენდერული თანასწორობის საკითხებთან დაკავშირებული სამინისტროს კანონმდებლობის ცვლილებების ორგანიზება კი 2016 წლის მნიშვნელოვან პრიორიტეტებს წარმოადგენს. სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლებმა ისაუბრეს არსებულ გამოწვევებზე და მათი აღმოფხვრის გზებზე. შეხვედრის მონაწილეებმა გეგმით გათვალისწინებული პუნქტები განიხილეს და ერთმანეთს შეხედულებები გაუზიარეს. 2016 წლის სამოქმედო გეგმის მიზანია საქართველოს თავდაცვის სისტემაში გენდერული თანასწორობის საკითხებზე ცნობიერების ამაღლება. გეგმაზე მუშაობას თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესრურსების მართვისა და პროფესიული განვითარების დეპარტამენტი ხელმძღვანელობს. 2016 წლის გეგმა უახლოეს მომავალში დამტკიცდება, რომლის მიხედვითაც თავდაცვის სამინიტროში გენდერის კუთხით სხვადასხვა ღონისძიებები განხორციელდება.
მერცმა უკრაინას ევროკავშირში „ასოცირებული“ წევრობის სტატუსი შესთავაზა
თიბისი The Banker’s Technology Awards 2026-ის გამარჯვებულია
უკრაინულმა დრონებმა სამარის რეგიონში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, ორი ადამიანი დაიღუპა
კობახიძემ აღიარა რომ მისი გუნდის წარმომადგენლები სიძულვილის ენას იყენებენ
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)