23:01 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-18 17:50:40, 585 ნახვა

მსოფლიო
ხორვატიის ვიცეპრემიერი მანქანიდან ცეცხლსასროლი იარაღის სროლის ვიდეოს გამო გადადგა

ხორვატიის ვიცეპრემიერი 18 იანვარს თანამდებობიდან მას შემდეგ გადადგა, რაც გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს როგორ ივრის ვიცეპრემიერი მოძრავი მანქანიდან ცეცხლასროლი იარაღით.

42 წლის პოლიტიკოსის თქმით, ვიდეო გადაღებულია წლების წინ, იქამდე, სანამ ის მინისტრის თანამდებობას დაიკავებდა.

იოსიპ დაბრო ასევე ხორვატიის სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობასაც იკავებდა.

ვიცეპრემიერმა, რომელიც მემარჯვენე ნაციონალისტური პარტიის ერთ-ერთი წამყვანი წევრია, თავის Facebook პოსტში დაწერა, რომ თანამდებობას "მორალური მიზეზებიდან გამომდინარე" ტოვებს.

"მესმის, რომ ეს გარემოებები დამატებითი ტვირთია მთავრობისა და ჩემი პარტიისთვის. ჩემმა პირადულმა სიტუაციამ არ უნდა შეაფერხოს მთავრობის და სამინისტროს სამუშაოები და არ უნდა გადადოს აუცილებელი რეფორმები" - წერს დაბრო თავის გადადგომის განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics