|
2025-01-18 15:32:21, 555 ნახვა
მსოფლიო
სამშაბათიდან ტრამპი არალეგალი მიგრანტების მასშტაბური დეპორტაციისთვის რეიდებს გეგმავს
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია მომავალი კვირიდან მიგრანტების წინააღმდეგ მასშტაბური რეიდების დაწყებას გეგმავს, რომელთა მთავარი მიზანი უკანონო მიგრანტების დეპორტაციაა. ამის შესახებ ინფორმაციას The Wall Street Journal ავრცელებს, რომელიც ოპერაციის დაგეგმვასთან დაკავშირებულ ოთხ წყაროს ეყრდნობა. მოსალოდნელია, რომ პირველი რეიდი ჩიკაგოში, 21 იანვარს, ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ მეორე დღიდან დაიწყება და მთელი კვირა გაგრძელდება. აშშ-ს მიგრაციისა და საბაჟო აღსრულების სამსახური (ICE) ოპერაციის გასატარებლად 100-დან 200-მდე თანამშრომლის გაგზავნას აპირებს. გამოცემის თანახმად, რეიდის მთავარი სამიზნე "ქვეყანაში არალეგალურად მყოფი, კრიმინალური წარსულის მქონდე იმიგრანტები იქნებიან". ჩიკაგოს შემდეგ, სადაც 2022 წლის აგვისტოდან ქალაქში ჯამში 51 ათასზე მეტი იმიგრანტი შემოვიდა, რეიდები შეიძლება გაიმართოს ნიუ-იორკში, ლოს-ანჯელესში, დენვერსა და მაიამიშიც. წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ტრამპს არაერთხელ უთქვამს, რომ მისი ერთ-ერთი მთავარი მიზანი უკანონო მიგრანტებთან ბრძოლაა და რომ, ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში ყველაზე მასშტაბური დეპორტაციას ჩაატარებდა. Reuters-ის თხოვნაზე, გაეკეთებინათ კომენტარი, ტრამპის გუნდს არ უპასუხია. თუმცა, წყარომ, რომელიც ფლობს ინფორმაციას მომავალი ადმინისტრაციის გეგმებთან დაკავიშრებით, თქვა, რომ ICE სამართალდამცავ ღონისძიებებს ქვეყნის მასშტაბით ჩაატარებს და ჩიკაგო განსაკუთრებული ყურადღების ობიექტი არ იქნება.
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)