|
2025-01-17 09:39:57, 413 ნახვა
პოლიტიკა
ხაზარაძე - არჩევნების შემდეგ, ივანიშვილმა კაცი გამოგვიგზავნა, პასუხად მიიღო, რომ გარიგება არ იქნება
პარტია "ლელოს" ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს მათთან კონტაქტის მცდელობა ჰქონდა, თუმცა პასუხად მიიღო, რომ "გარიგება არ იქნება". ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა "ტვ პირველის" ეთერში საუბრისას განაცხადა. "ორჯერ ჰქონდა [ბიძინა] ივანიშვილს ჩვენთან კონტაქტის მცდელობა. პასუხად მიიღო ის, რომ არანაირი გარიგება მასთან და იმ ადამიანებთან, ვინც ქვეყანას მიათრევს ჭაობში, არ იქნება. ჩვენ ვართ გზის გასაყარზე, აქეთ არის რუსეთი და წარსული, იქეთ არის მომავალი. მას ხომ ღირებულებები აღრეული აქვს და ჰგონია, რომ ყველგან დაალაგებს. იგი ამ ქვეყანას უყურებს, როგორც რაღაც კომპანიას. მას ჰგონია, რომ ყველა ადამიანს აქვს ინტერესი. ეს კაცი არის საშიში თავისი მენტალობით", - განაცხადა ხაზარაძემ. წამყვანის კითხვაზე, როდის შედგა კონტაქტი და რა ფორმით დაუკავშირდა იგი მათ, ხაზარაძე ამბობს, რომ ივანიშვილმა მას არჩევნების შემდეგ "კაცი გაუგზავნა", რადგან მისივე სიტყვებით, არ ელოდა, რომ არჩევნებს ოპოზიცია და პრეზიდენტი არალეგიტიმურად გამოაცხადებდნენ. "არჩევნების შემდეგ გამოგვიგზავნა კაცი, რადგან არ მოელოდა, რომ ჩვენ ამ არჩევნებს არალეგიტიმურად გამოვაცხადებდით. ეს იყო მისთვის პირველი შოკი. მას ეგონა, რომ ამ არჩევნებსაც გადააბალახებდა, ისე როგორც გადააბალახა შარლ მიშელის დოკუმენტი", - თქვა მან და დაამატა, რომ საუბარი არ ყოფილა პარლამენტში შესვლაზე, "კონკრეტიკა არ იყო", არამედ, ეს იყო "მოსინჯვა".
მარკო რუბიო - ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით მდგრადი უსაფრთხოების, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ მათ სწრაფვაში
ხორვატია, ბულგარეთი და სერბეთი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ
ჩინეთის პრემიერი ლი ციანი - ჩინეთ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა კარგად ვითარდება
ერდოღანი - ვულოცავთ ქართველ ხალხს, მეზობელი და მეგობარი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)