23:28 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-16 16:59:35, 416 ნახვა

მსოფლიო
დიდმა ბრიტანეთმა და უკრაინამ 100-წლიანი პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს

უკრაინამ და დიდმა ბრიტანეთმა ხელი მოაწერეს ისტორიულ შეთანხმებას 100-წლიანი პარტნიორობის შესახებ, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეთანხმება უსაფრთხოების კავშირების გაღრმავებისა და მომავალი თაობებისთვის პარტნიორობის გაძლიერების მიზნით გაფორმდა.

ხელშეკრულება ითვალისწინებს სამხედრო თანამშრომლობის გაძლიერებას საზღვაო უსაფრთხოების სფეროში ახალი სტრუქტურის მეშვეობით ბალტიის, შავი და აზოვის ზღვების უსაფრთხოების გაძლიერებისა და მიმდინარე რუსული აგრესიის შეკავების მიზნით.

შეთანხმება ასევე უზრუნველყოფს დიდი ბრიტანეთის, როგორც უკრაინის პრიორიტეტული პარტნიორის სტატუსს ენერგეტიკის სექტორში, კრიტიკულად მნიშვნელოვანი მინერალების მოპოვებისა და ეკოლოგიურად სუფთა ფოლადის წარმოების სტრატეგიაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics