|
2025-01-16 12:43:39, 345 ნახვა
პოლიტიკა
ვლადიმერ ბოჟაძე - ოპოზიციას აღარ რჩება არანაირი არგუმენტი, ისაუბროს, რომ 26 ოქტომბერს არჩევნები გაყალბდა
თითქმის სამი თვეა, რაც არჩევნები დასრულდა და ამ პერიოდის განმავლობაში ოპოზიციამ ვერ წარმოადგინა ვერც ერთი მტკიცებულება. მტკიცებულებები ვერ წარმოადგინა ვერც საზოგადოებისთვის და ვერც გამოძიებისთვის, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ვლადიმერ ბოჟაძემ განაცხადა. ბოჟაძის განცხადებით, ასევე ოპოზიციამ გაყალბების ვერანაირი მტკიცებულება ვერ წარუდგინა დასავლელ პარტნიორებს. „ეუთო/ოდირის დასკვნაში სწორედ ის შეფასებები მოხვდა, რაც ობიექტური და სამართლიანი იყო და არა ის საკითხები, რომლებსაც ისინი აყენებდნენ. ჯერ კიდევ ეუთო/ოდირის დასკვნამ სრულად გააცამტვერა მათი პრეტენზიები საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით. იგივე შეიძლება, ითქვას პროკურატურასთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ არ ითანამშრომლეს და არ წარადგინეს შესაბამისი მტკიცებულებები, პროკურატურამ მაინც გამოძიების ფარგლებში ჩაატარა არაერთი ექსპერიმენტი და დადასტურდა ის, რაც ისედაც ცნობილი იყო, რომ იგივე ვერიფიკაციის აპარატები უზრუნველყოფდა პრინციპს ერთი ამომრჩეველი ერთი ხმა. ხმის დამთვლელი აპარატი უზრუნველყოფდა სწრაფად წინასწარი შედეგების მიღებას და ყველა საარჩევნო უბანზე, როდესაც ხელით დაითვალა ბიულეტენები, ერთი ერთზე დაემთხვა წინასწარ შედეგებს, რაც აპარატებიდან იყო წარმოდგენილი“, – განაცხადა ბოჟაძემ. მისივე თქმით, ოპოზიციამ კარგად იცის, რა არის მათი დამარცხების მიზეზი. „ეს იმას ნიშნავს, რომ ოპოზიციამ ყველაზე კარგად იცის, რა არის მათი დამარცხების მიზეზი. არა ის, რომ სავარაუდოდ არჩევნები გაყალბდა არამედ ის, რომ ასე გადაწყვიტა მისმა აღმატებულება ქართველმა ხალხმა. რაც შეეხება გააგრძელებს თუ არა ამაზე საუბარს ოპოზიცია, რა თქმა უნდა გააგრძელებენ. 2020 წლის არჩევნებთან დაკავშირებითაც საუბარი იყო ამ საკითხებზე. თუმცა ყოველგვარი დასაბუთების გარეშე შემდეგ პარლამენტშიც შემოვიდნენ და ხელფასებიც აიღეს. ახლა რამდენად მოხდება იგივე სცენარის განმეორება ვერ გეტყვით. ეუთო/ოდირის დასკვნის და პროკურატურის შუალედური ანგარიშის შემდეგ ოპოზიციას აღარ რჩება არანაირი არგუმენტი ისაუბროს იმაზე, რომ 26 ოქტომბერს არჩევნები გაყალბდა“, – განაცხადა ბოჟაძემ.
მეფე ჩარლზ III - მე და ჩემი მეუღლე გულთბილად ვულოცავთ ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
აშშ-ის სამხედროებმა სამხრეთ ირანში დარტყმები განახორციელეს
მარკო რუბიო - ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით მდგრადი უსაფრთხოების, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ მათ სწრაფვაში
ხორვატია, ბულგარეთი და სერბეთი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)