|
2025-01-16 11:46:14, 358 ნახვა
პოლიტიკა
თინა ბოკუჩავა - ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის მისიის ვიზიტი არ ემსახურება არალეგიტიმური ხელისუფლების აღიარებას
ეს ვიზიტი არ ემსახურება არალეგიტიმური ხელისუფლების აღიარებას, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავამ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. ბოკუჩავას განმარტებით, დელეგაციის ვიზიტის მიზანია, შეაგროვოს მტკიცებულებები საქართველოში ადამიანის უფლებათა დარღვევის შესახებ და ამ მიზნით, ისინი დაკავებულებსაც შეხვდებიან. „ევროსაბჭოს თანამომხსენებლებმა ჯერ კიდევ საქართველოში ჩამოსვლამდე განაცხადეს, რომ მათი ვიზიტი არ ემსახურება დე-ფაქტო ხელისუფლების ლეგიტიმაციას იმიტომ, რომ ივანიშვილის პროპაგანდისტული მანქანა ნებისმიერი საერთაშორისო ორგანიზაციის ვიზიტს საქართველოში ან მიზნებისთვის იყენებს. ამ პროპაგანდის გასანეიტრალებლად დელეგაციამ საქართველოში ჩამოსვლამდე გააკეთა განცხადება, რომ ეს ვიზიტი არ ემსახურება არალეგიტიმური ხელისუფლების აღიარებას. პირიქით, დელეგაცია აქ არის იმისთვის, რომ შეაგროვოს მტკიცებულებები ადამიანის უფლებათა დარღვევის შესახებ, რასაც ივანიშვილის რუსული რეჟიმის მხრიდან ყოველდღიურად ვხედავთ. ამ მიზნით, ისინი მათ შორის აპირებენ შეხვდნენ დაკავებულებს, იმ ადამიანებს, ვინც იყვნენ და არიან ხელისუფლების რეპრესიების, წამების და არაადამიანური მოპყრობის სამიზნე. რაც შეეხება არალეგიტიმური ხელისუფლების დელეგაციის უფლებამოსილების ცნობის საკითხს, იცით, რომ ამ საკითხზე ჩვენ მივწერეთ, მათ შორის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს. მიგვაჩნია, რომ სწორედ არაღიარების პოლიტიკის გაგრძელება და განმტკიცება არის ის, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ არ აღიაროს არალეგიტიმური ხელისუფლების უფლებამოსილება. ამ შინაარსის რეზოლუცია მიიღო "ევროპის სახალხო პარტიამ" ბრიუსელში, რაც არის ყველაზე დიდი და გავლენიანი პოლიტიკური ოჯახი არა მხოლოდ ევროპარლამენტში, ასევე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში. დარწმუნებული ვარ, სხვა პოლიტიკური ჯგუფებიც იხელმძღვანელებენ სწორედ არაღიარების პოლიტიკის ამ სტანდარტით",-განაცხადა ბოკუჩავამ.
"ერთად გამარჯვებისთვის!" - ოპოზიციის ალიანსი დღეს საპროტესტო აქციას გამართავს
რუბიომ ვაშინგტონსა და კიევს შორის აქტიური მოლაპარაკებების არარსებობის შესახებ განაცხადა
მეფე ჩარლზ III - მე და ჩემი მეუღლე გულთბილად ვულოცავთ ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
აშშ-ის სამხედროებმა სამხრეთ ირანში დარტყმები განახორციელეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)