23:28 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-16 10:20:45, 377 ნახვა

მსოფლიო
დანიის პრემიერი დონალ ტრამპს - გრენლანდია არ იყიდება

დანიის პრემიერ-მინისტრმა, მეტე ფრედერიქსენმა აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს სატელეფონო საუბრის დროს უთხრა, რომ გრენლანდიამ თავად უნდა გადაწყვიტოს თავისი მომავალი, - ინფორმაციას Politico დანიის პრემიერის ოფისზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ფრედერიქსენმა ტრამპს გაუმეორა გრენლანდიის პრემიერ-მინისტრის, მუტე ეგედეს განცხადება, რომ „გრენლანდია არ იყიდება“.

დონალდ ტრამპს სატელეფონო ზარის შესახებ საჯაროდ არ უსაუბრია. მან სოციალურ მედიაში განათავსა 2019 წლის გამოკითხვის შედეგები, რომლის თანახმადაც გრენლანდიელთა 68 პროცენტი მხარს უჭერდა დანიისგან დამოუკიდებლობას.

შეგახსენებთ, შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა კუნძულ გრენლანდიის ყიდვის სურვილი გამოთქვა და ამ სურვილის შესასრულებლად სამხედრო ძალის გამოყენებაც არ გამორიცხა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics