|
2016-03-04 13:41:57, 436 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძე: არანაირი კითხვა საქართველოს რეფორმების წარმატებაში არ არსებობს
საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, არანაირი კითხვა დღეს საქართველოს რეფორმების წარმატებაში არ არსებობს. როგორც ჯანელიძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ასევე არ არსებობს კითხვები, ვიზალიბერალიზაციის გეგმის შესაბამისად განხორციელებული რეფორმების გარშემო. „არსებობს სრული მხარდაჭერა იმ პროცესებისადმი, რასაც საქართველო ახორციელებს. არსებობს ძალიან პოზიტიური შეფასება ყველა მიმდინარე რეფორმის და განხორციელებული ღონისძების. რა თქმა უნდა, არ არსებობს კითხვები, ვიზალიბერალიზაციის გეგმის შესაბამისად განხორციელებული რეფორმების გარშემო. ასევე. საქართველოსთან დაკავშირებით ჯერ კიდევ პრემიერ-მინისტრის ვიზიტის დროს ბრიუსელში გადაწყდა, რომ კომისია წარადგენს შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებას ევრკავშირის საბჭოში და შემდგომ უკვე დაიწყება მისი განხილვა, რომელსაც ჭირდება საბჭოს გადაწყვეტილება ევროკავშირის პარლამენტის გადწყვტილება და ასევე წევრი ქვეყნების თანხმობა. ეს გადაწყდა, რომ იქნებოდ უახლოეს კვირებში. შესაბამისად ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს უახლოეს დღეებში განხორციელდება. ეს არ ნიშნავას იმას, რომ საკანონდებლო ცვლილების წარდგენის შემდეგ პროცესი მეორე დღეს დასრულდება, განხილვებმა შეიძლება რამდენიმე თვე გასტანოს. ეს ჩვეულებრივი პროცედურაა და შესაბამისად მოლოდინი არ უნდა იყოს, რომ საკანონმდებლო ცვლილების წარდგენის შემდეგ მეორე დღესვე მოხდება ვიზალიბერალიზაცია, მაგრამ ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ გამომდინარე ქიდან, რომ არ არსებობს არანაირი კითხვა საქართველოში განხორციელებული რეფორმებისადმი და შესაბამისად საქართველოს მზადყოფნისადმი, რომ იყოს სანდო პარტნიორი ევროკავშირისთვის,უვიზო მიმისვლის და ურთიერთობების კუთხით, ვფიქრობთ, რომ ეს გადაწყვეტილებაც საბჭოს მიერ იქნება მიღებული მოკლე ვადებში. არანაირი პოლიტიკური, თუ სხვა ტიპის რეფორმებზე, თუ ცვლილებებზე კითხვები არ ისმის. ევროპულ ქვეყნებში და სტრუქტურებში. განსაკუთრებით როცა ჩვენ ვსაუბრობთ ვიზალიბერალიზაციაზე, არსებობს მხოლოდ ერთი ძალიან პოზიტიური შეფასება ყველა იმ რეფომის და პროცესის რომელიც ხორციელდება საქართველიოში კითხვები ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით არ არსებობს“, - განაცახდა ჯანელიძემ და დასძინა, რომ ალბათ, უახლოეს დღეებში მოხდება საკანონმდებლო ცვლილებების წარდგენა.
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)