00:46 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-04 13:11:41, 542 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მერიაში ჩინელ ბიზნესმენებთან შეხვედრა გაიმართა

თბილისის მერიაში ჩინელ ბიზნესმენებთან შეხვედრა გაიმართა.

როგორც „ექსპრესნიუსს“ მერიიდან აცნობეს, შეხვედრას თბილისის ვიცე-მერი ლაშა აბაშიძე, მოადგილეები გიორგი ლილუაშვილი, ირაკლი ლექვინაძე, ასევე საკრებულოს დეპუტატი გიორგი მუსხელიშვილი ესწრებოდნენ.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი თბილისში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს შეეხო.

ჩინურმა მხარემ ინვესტიციის განხორციელების ინტერესი გამოხატა საგზაო ინფრასტრუქტურის, ხიდების მშენებლობისა და წყლისა და საკანალიზაციო სისტემების მოწყობის კუთხით.

„განვიხილეთ მეტად საინტერესო ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელსაც ვფიქრობთ, რომ განვახორციელებთ ერთობლივი ძალებით. ეს არის გზების, ხიდების მშენებლობა, ესტაკადები, რაც წაადგება ჩვენს ქალაქს სატრანსპორტო კვანძების დარეგულირებაში. ჩვენ განვიხილავთ თითოეულ წინადადებას“, - განაცხადა გიორგი ლილუაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics