21:06 - 22 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-14 10:54:00, 392 ნახვა

საზოგადოება
მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად ბათუმის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტები შეიკრიბნენ

ბათუმის საქალაქო სასამართლოში სხვადასხვა მედიასაშუალების ჟურნალისტები შეიკრიბნენ. ისინი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელსა და დირექტორს, მზია ამაღლობელს სოლიდარობას უცხადებენ.

ჟურნალისტები, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესზე დასწრებას გეგმავენ.

ბათუმის საქალაქო სასამართლოში, დღეს, „ბათუმელების“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი გაიმართება. მოსამართლე აღმკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს.

მზია ამაღლობელს ბრალი ოფიციალურად გუშინ წარედგინა.

შეგახსენებთ, „ბათუმელების“ დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით არის დაკავებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მზია ამაღლობელი, ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთში იპოთეკური სესხები 50%-ზე მეტით შემცირდა
რუსეთის მიერ აღიარებულმა თალიბანმა ავღანეთში ბავშვთა ქორწინება დააკანონა
ოცნებამ საპატრიარქოსთვის სარეზერვო ფონდიდან 5 მილიონ 300 ათასი ლარი გამოყო
საპატრიარქო რეზიდენციაში ავტომობილით შეჭრილი მძღოლი - მე მირჩევნია მარტო ვიყო, არ მჭირდება ინტერესების დაცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics