|
2025-01-13 15:53:29, 351 ნახვა
მსოფლიო
ევროკომისიამ უკრაინას ჰუმანიტარული დახმარების სახით 148 მილიონი ევრო გამოუყო
ევროკომისიამ უკრაინას ჰუმანიტარული დახმარების სახით 148 მილიონი ევრო გამოუყო, - ინფორმაციას ევროკომისია ავრცელებს. „ვინაიდან რუსეთის აგრესიული ომი აგრძელებს უკრაინის განადგურებას, გადაუდებელი დახმარება, დაახლოებით, 12.7 მილიონ ადამიანს ესაჭიროება. ევროკომისიის ახალი დაფინანსება გამოყენებული იქნება სიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად და უკრაინის ყველაზე მოწყვლადი მოსახლეობისთვის აუცილებელი დახმარების უზრუნველსაყოფად. 148 მილიონი ევროს ახალი დაფინანსება გააგრძელებს სასიცოცხლო მნიშვნელობის ჰუმანიტარული დახმარების მხარდაჭერას როგორც უკრაინაში, ასევე მოლდოვაში“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. კომისიის ცნობით, უკრაინაში ჰუმანიტარული პროექტებისთვის 140 მილიონი ევროა გამოყოფილი. დაფინანსება მიმართული იქნება გადაუდებელი დახმარებისთვის, მათ შორის საკვების, თავშესაფრის, სუფთა წყლის, ჯანდაცვისა და ზამთრის პერიოდში დაცვის უზრუნველყოფაზე. ძირითადი პრიორიტეტებია მოწყვლადი მოსახლეობის მხარდაჭერა აღმოსავლეთ და სამხრეთ უკრაინის ომით დაზარალებულ რეგიონებში. ამასთან, მოლდოვაში ჰუმანიტარული პროექტებისთვის 8 მილიონი ევროა გამოყოფილი. მხარდაჭერა ფოკუსირებული იქნება უკრაინელი ლტოლვილებისა და მოლდოვური მასპინძელი თემების დახმარებაზე, ასევე ისეთ კრიტიკულ სერვისებზე წვდომაზე, როგორიცაა ჯანდაცვა, განათლება, და ფსიქოსოციალური მხარდაჭერა. ევროკომისიაში განმარტავენ, რომ დახმარების აღნიშნული პაკეტით მათ მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი ჰუმანიტარული დახმარების საერთო ღირებულება 1.1 მილიარდ ევროს გადააჭარბებს.
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)