|
2025-01-13 15:27:38, 390 ნახვა
საზოგადოება
ნინო ლომჯარია - მოქალაქეები სამსახურებიდან 20-მდე სახელმწიფო უწყებამ გაათავისუფლა
„საქართველოს ევროპული ორბიტის“ დამფუძნებელი, ნინო ლომჯარია განმარტავს, რომელი სახელმწიფო უწყებებიდან გაათავისუფლეს საჯარო მოხელეები. ლომჯარიას თქმით, მოქალაქეები სამსახურებიდან 20-მდე სახელმწიფო უწყებიდან გაათავისუფლეს, მათ შორის, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიდან, პარლამენტიდან, შინაგან საქმეთა სამინისტროდან, საგარეო საქმეთა სამინისტროდან, თბილისის მერიიდან. „მართალია, გათავისუფლების ფორმალურ საფუძვლად როგორც წესი, მითითებული არის ხოლმე ხელშეკრულების ვადის გასვლა, მაგრამ რეალურად, გათავისუფლდნენ ის საჯარო მოხელეები, რომლებმაც ხელი მოაწერეს შესაბამისის სამსახურის სახელით საპროტესტო განცხადებებს და მოითხოვეს კონსტიტუციის 78-ე მუხლის დაცვა, ან მონაწილეობდნენ საპროტესტო აქციებში, ან საჯაროდ, მათ შორის, სოციალურ მედიაში აკრიტიკებდნენ სახელმწიფოს მიერ ჩადენილ ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ. ის საჯარო სამსახურები, საიდანაც დისკრიმინაციული პოლიტიკური მოტივით გათავისუფლდნენ საჯარო მოხელეები, არის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, თბილისის მერიის საზოგადოებასთან კომუნიკაციის სააგენტო, თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო, დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელაღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო, ცენტრალური საარჩევნო კომისია, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, საქართველოს პარლამენტი, საგარეო საქმეთა სამინისტრო, იუსტიციის სახლი, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი 112, რუსთავის მუნიციპალიტეტი, ადიგენის მუნიციპალიტეტი, ქონების ეროვნული სააგენტო, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, შინაგან საქმეთა სამინისტრო, ექსპერტიზის ეროვნული ბიურო, იურიდიული დახმარების ბიურო, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური, მესტიის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული თვითმმართველობა,“ - განაცხადა ლომჯარიამ.
რუსეთში იპოთეკური სესხები 50%-ზე მეტით შემცირდა
რუსეთის მიერ აღიარებულმა თალიბანმა ავღანეთში ბავშვთა ქორწინება დააკანონა
ოცნებამ საპატრიარქოსთვის სარეზერვო ფონდიდან 5 მილიონ 300 ათასი ლარი გამოყო
საპატრიარქო რეზიდენციაში ავტომობილით შეჭრილი მძღოლი - მე მირჩევნია მარტო ვიყო, არ მჭირდება ინტერესების დაცვა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)