|
2025-01-13 15:18:51, 507 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე - არავის აქვს უფლება, მივიდეს ადამიანთან, რომელიც თავისთვის ზის, საუზმობს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენოს მას
ძალადობას ყოველთვის შესაბამისი პასუხი გაეცემა, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე აბუ-დაბიში მომხდარ ინციდენტს, სადაც „ქართული ოცნების“ დეპუტატები ირაკლი ზარქუა, ვიქტორ სანიკიძე და გელა სამხარაული მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. კახა კალაძის თქმით, როდესაც თანამდებობის პირს ვიღაც შეურაცხყოფას აყენებს, ის თავს ვერ ჩაღუნავს და უსიტყვოდ ვერ წავა. „დეპუტატი, თანამდებობის პირი არავის ესხმის თავს. რა თქმა უნდა, ვნახე და არავის ეპატიება, არც სიტყვიერი და არც ფიზიკური შეურაცხყოფა. თქვენ ვერ მოიყვანთ ვერცერთ მაგალითს, რომ თუნდაც პარლამენტარი ან რომელიმე თანამდებობის პირი მოქალაქეს თავს დასხმოდა. არავის აქვს უფლება მივიდეს ადამიანთან, რომელიც თავისთვის ზის, საუზმობს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენოს. ძალადობა ჩემთვის მიუღებელია, არაერთხელ გამიკეთებია განცხადება. როდესაც შეურაცხყოფა ხდება, ამას ყოველთვის მოჰყვება რეაგირება, ეს ყველამ უნდა გაიგოს. თქვენ ცდილობთ დანერგოთ ტენდენცია, თუ ვინმე თანამდებობის პირს ვიღაც შეურაცხყოფას აყენებს, თავი უნდა ჩაღუნოს და წავიდეს, ეს ვერ მოხდება. ძალადობას ყოველთვის შესაბამისი პასუხი გაეცემა“, - განაცხადა კალაძემ. ამასთან, მან „მთავარი არხი“ ძალადობის წახალისებაში დაადანაშაულა. „თქვენ ხართ ის ტელევიზია, ვინც ქვეყანაში ძალადობას ახალისებთ. არ მახსოვს თქვენი ტელევიზიისგან და არც თქვენგან კონკრეტულად, ქალბატონო ჟურნალისტო, დაგეგმოთ ძალადობის თუნდაც ერთი ფაქტი. თუნდაც ის, რომ ელისაშვილი ლაჩრულად, ჩასვრილი მიეპარა მდინარაძეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. რა განცხადებები კეთდებოდა თქვენს ტელევიზიებში, რა სტატუსებს დებდით, თქვენს კოლეგა ჟურნალისტებზე როდესაც ძალადობა ხდებოდა, არცერთი დაგიგმიათ, არცერთს გამოგიჩენიათ კოლეგიალობა, რომ ამ ადამიანების გვერდით დამდგარიყავით. ეს ხართ თქვენ, ეს არის თქვენი რეალური სახე. თქვენ ხართ ის ადამიანები, ვინც ქვეყანაში ძალადობას ახალისებთ და პოლარიზაციას ემხრობით“,- მიმართა კალაძემ ჟურნალისტს. ცნობისთვის, აბუ-დაბიში, „ქართული ოცნების“ დეპუტატები ირაკლი ზარქუა, ვიქტორ სანიკიძე და გელა სამხარაული მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა სოციალურ ქსელში ვრცელდება. შემთხვევა სასტუმროს სასადილოში მოხდა. კადრებში ჩანს, რომ ლაშა გაბიტაშვილს, სადილობის დროს, ირაკლი ზარქუამ საჭმელი შეაყარა და ფიზიკურად დაუპირისპირდა, შემდეგ კი ჩხუბში ვიქტორ სანიკიძე ჩაერთო.
სვეტლანა ტიხანოვსკაია- ბელარუსებსა და ქართველებს ერთი და იგივე ხედვა აქვთ: იცხოვრონ როგორც თავისუფალმა, სუვერენულმა ევროპულმა ერებმა
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საქართველო მისალოც წერილებს იღებს - განახლებადი
პაპუაშვილი: ზოგიერთს დღესაც სურს, არ ვიდგეთ ფეხზე, მათ წესებს მივყვეთ, საკუთარზე უარი ვთქვათ
კობახიძე: დღეს საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)