20:54 - 22 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-13 14:04:36, 417 ნახვა

სამართალი
მზია ამაღლობელის ადვოკატი - საქმის მასალები სანამ არ გადმოგვეცემა, ვერანაირ პოზიციაზე ვერ ვისაუბრებთ

„ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელს, ჟურნალისტ მზია ამაღლობელს ბრალი ჯერ არ წარდგენია. როგორც ადვოკატმა ჯუბა ქათამაძემ განაცხადა, ვიდრე ბრალდების მხარე დაცვის მხარეს მტკიცებულებებს არ გადასცემს, მანამდე ვერ ისაუბრებს, რა პოზიცია აქვს დაკავებულ ჟურნალისტს.

„ჯერ არ არის ბრალი წარდგენილი. საქმის მასალები სანამ არ გადმოგვეცემა, ვერანაირ პოზიციაზე ვერ ვისაუბრებთ. აღკვეთი ღონისძიების ნაწილში, თუ პატიმრობას მოითხოვენ, ჩვენ ამას არ დავეთანხმებით. [დაკავება], რა თქმა უნდა, პოლიტიკურია. ბრალის წარდგენასთან ერთად მტკიცებულებებიც უნდა გადმოგვეცეს“-განაცხადა ჯუბა ქათამაძემ.

აღსანიშნავია, რომ დღეს, 19:00 საათზე, ბათუმის იზოლატორთან, მედიის წარმომადგენლები აქციას გამართავენ სახელწოდებით - „თავისუფლება მზია ამაღლობელს“.

შეგახსენებთ, „ბათუმელების“ დირექტორი, მზია ამაღლობელი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით არის დაკავებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მზია ამაღლობელი, ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთში იპოთეკური სესხები 50%-ზე მეტით შემცირდა
რუსეთის მიერ აღიარებულმა თალიბანმა ავღანეთში ბავშვთა ქორწინება დააკანონა
ოცნებამ საპატრიარქოსთვის სარეზერვო ფონდიდან 5 მილიონ 300 ათასი ლარი გამოყო
საპატრიარქო რეზიდენციაში ავტომობილით შეჭრილი მძღოლი - მე მირჩევნია მარტო ვიყო, არ მჭირდება ინტერესების დაცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics