13:21 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-13 12:59:15, 352 ნახვა

პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი - მოცემულობა საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობების კუთხით არასახარბიელოა

დღევანდელი მოცემულობა საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობების კუთხით არასახარბიელოა - ამის შესახებ "ქართული ოცნების" საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ბოლო პერიოდში ძალიან შეცვალა თანამშრომლობის დინამიკა.

„ჩვენი ტრადიციული პარტნიორები, მოკავშირეები და მეგობრები იქცნენ ნომერ პირველ კრიტიკოსებად და შეიძლება ითქვას, მედროშეებად საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის და ზეწოლის განხორციელების კუთხით. ამ შემთხვევაში, მე საუბარი მაქვს ჩვენს ევროპელ პარტნიორებზე.

რა არის მათი ამგვარი ქმედების საფუძველი, ეს კიდევ ცალკე თემაა. მე ამას ვუკავშირებ გაზრდილ უსაფრთხოების გამოწვევებს ჩვენს რეგიონში, დიდ რეგიონს - ევროპას ვგულისხმობ.

ფაქტია, რომ გარკვეული შიშები არსებობს და შიშებით თუ ავხსნით იმ გამძაფრებულ რეაქციებს, რაც საქართველოსთან დაკავშირებით ამოძრავებს ჩვენს ზოგიერთ პარტნიორ ქვეყანას. დღეს გვაქვს მოცემულობა, რომელიც არასახარბიელოა. არავის არ მოგვწონს ის მდგომარეობა, რომელშიც არის საქართველოს და ევროკავშირის ურთიერთობები. თუმცა ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ გარკვეული მოცემულობები, სწორედ იმ განცხადებებიდან გამომდინარე, რაც გვესმის, ძალიან მალე შეიძლება შეიცვალოს და სულ სხვაგვარი შესაძლებლობები გაჩნდეს“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი: ზოგიერთს დღესაც სურს, არ ვიდგეთ ფეხზე, მათ წესებს მივყვეთ, საკუთარზე უარი ვთქვათ
კობახიძე: დღეს საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს
ყაველაშვილი: კარგად უნდა გავაცნობიეროთ, დამოუკიდებლობა არაა სამუდამოდ ბოძებული მოცემულობა
შიო III: თავისუფლება მხოლოდ პოლიტიკურ მონაპოვრად და წარსულის მემკვიდრეობად არ უნდა ვაქციოთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics