08:33 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-04 09:58:17, 369 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი: მიზნების მიღწევაში ერთიანნი უნდა ვიყოთ

საქართველოს პრემეირმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ შემავალ პარტიებს შორის არსებულ  აზრთა სხვადასხვაობას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.

როგორც კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მმართველმა  გუნდმა კონცენტირება  იმ უმნიშვნელოვანეს ამოცანებზე უნდა გააკეთოს, რომლებიც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია.

კვირიკაშვილის მოწოდებაა, რომ ქვეყნისთვის სასიკეთო მიზნების მიღწევაში ერთიანი იყვნენ:

„არჩევნებამდე ჩვენ რა თქმა უნდა ვაგრძელებთ კოალიციურ ფორმატში მუშაობას, თუ კოალიციაში გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა არსებობს და კოალიცია კიდევ იტანს ამ ტიპის სხვადასხვაობას, ჩვენ მთავრობას გვაქვს უმნიშვნელოვანესი მიზნები მისაღწევი, უმნიშვნელოვანესი ამოცანები გადასაჭრელი და მთავრობის მონოლითურობის ხარისხი უნდა იყოს გაცილებით უფრო მარალი. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა მოვახდინოდ მაქსიმალური ფოკუსირება და კონცენტრირება იმ ამოცანებზე, რომელიც ჩვენს მოსახლეობას გააჩნია, რომელიც არის აქტუალური ჩვენი ქვეყნისთვის და ამ მიზნების მიღწევაში უნდა ვიყოთ ერთიანნი”

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics